უარყოფითი ნაშთების შემოწმება

ექსპლორერი:  გაყიდვები/შესყიდვები > ოპერაციები >

უარყოფითი ნაშთების შემოწმება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ოპერაციის უარყოფითი ნაშთების შემოწმების მეშვეობით იქმნება უწყისი, სადაც ჩანს საქონლის უარყოფითი ნაშთი.

ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

შემოწმდეს ...დან

თარიღი, საიდანაც გსურთ საქონლის ნაშთის უარყოფითობის შემოწმება.

ჯგუფი

თუ ველის მნიშვნელობა შემოწმებულია, მაშინ უწყისში აისახება მხოლოდ მოცემული ჯგუფის კუთვნილი საქონელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა საქონელი.

საქონელი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისი აიგება მხოლოდ მოცემული საქონლისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა საქონლისთვის. თუ შევსებულია ველი ჯგუფის მნიშვნელობა თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ამ ჯგუფის კუთვნილი საქონლის არჩევა.

 

უწყისის სვეტები შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

სვეტი

დანიშნულება

კოდი

უარყოფითი ნაშთის მქონე საქონლის კოდი.

თარიღი

უარყოფითი ნაშთის წარმოშობის თარიღი.

დასახელება

უარყოფითი ნაშთის მქონე საქონლის დასახელება.

საზომი ერთეული

უარყოფითი ნაშთის მქონე საქონლის საზომი ერთეული.

რაოდენობა

საქონლის უარყოფითი ნაშთი.

ჯგუფი

უარყოფითი ნაშთის მქონე საქონლის ჯგუფი.

 

უწყისის მიმდინარე სტრიქონიდან შეიძლება საქონლის ბარათის გამოძახება.