თვითღირებულების გადათვლა

ექსპლორერი:  გაყიდვები/შესყიდვები > ოპერაციები >

თვითღირებულების გადათვლა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

საქონლის აღრიცხვისას შესაძლოა წარმოიშვას ისეთი მდგომარეობა, როდესაც უკანა თარიღით ჩაწერილი საბუთის მონაცემების რედაქტირება წარმოქმნის საქონლის თვითღირებულების გამოთვლის შეცდომას. განვიხილოთ საქონლის რეალიზაციის მარტივი მაგალითი.

საბუთი

რაოდენობა

ფასი

თანხა

შემოსავალი N1

20

300

6000

შემოსავალი N2

10

350

3500

გასავალი N1

-8

325

- 2600

შემოსავალი N3

15

400

  6000

გასავალი N2

-6

350

- 2100

ნაშთი

45-14=31

 

  10800

ზემოთ მოყვანილ მაგალითში შემოსავლები წარმოქმნიან საშუალო თვითღირებულებით და წარმოადგენენ საფუძველს შემდგომი გასავლისთვის. მაგრამ რა მოხდება, თუ მაგალითად წავშლით შემოსავალი N2 საბუთს ან შევცვლით შემოსავალი N1 საბუთში აღნიშნულ ფასს. ამ შემთხვევაში გასავალი N1, გასავალი N2 საბუთებით ფორმირებული თვითღირებულებები უნდა შეიცვალოს.

შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის საკმარისია ყველა საბუთის ხელახლა ჩაწერა. ამ ოპერაციის შესრულებას ემსახურება თვითღირებულების გადათვლა. ეს ოპერაცია დაწყებული რომელიმე თარიღიდან ასრულებს საბუთების ხელახლა ჩაწერას, რომელიც მოაწესრიგებს თვითღირებულებას. გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:

Purchases_Operations_calculCost

ველი

დანიშნულება

გადათვლა ...დან

თარიღი, რომლიდან დაწყებული გსურთ საბუთების ხელახლა ჩაწერა.