ფასების ფორმირება

ექსპლორერი:  გაყიდვები/შესყიდვები > ოპერაციები >

ფასების ფორმირება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სისტემაში გათვალისწინებულია საქონლის ან საქონლების მონიშნული ჯგუფისთვის ახალი ფასების ფორმირების ან მოქმედი ფასების ცვლილების შესაძლებლობა. ბრძანების ფასების ფორმირება მეშვეობით ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა, რომელსაც აქვს შემდეგი ველები.

 

ველი

დანიშნულება

ჯგუფი

საქონლის ჯგუფი, რომლისთვისაც ხდება ფასების განსაზღვრა.

კოდი

საქონელი, რომლისთვისაც განისაზღვრება ახალი ფასი.

ოპერაცია

ჩამონათვალი ტიპის ველია. მონიშნული სტრიქონებისთვის შეიძლება 1 - ახალი ფასების შეყვანა, 2 - ფასების ფორმირება ფორმულების მეშვეობით ან 3 - განულება.

ფასის სახეობა

ფანჯრის ამ სტრიქონში განთავსებულია ხუთი ფასის ტიპის ველი. პირველი ველი იღებს მნიშვნელობას ცნობარიდან ფასის ტიპები. ამ ველში ივსება ის ტიპი, რომლისთვისაც უნდა განისაზღვროს ახალი მნიშვნელობა. ბოლო ოთხი ველის რედაქტირება შეიძლება მხოლოდ ოპერაცია ფასების ფორმირება ფორმულების მეშვეობით დროს. ეს ოპერაცია გვაძლევს საშუალებას ახალი ფასი განვსაზღვროთ, უკვე მოქმედ ფასებზე ან საქონლის თვითღირებულებაზე დაყრდნობით.მაგალითად გასაყიდი ფასად შეიძლება გამოცხადდეს თვითღრებულებას დამატებული 20% ფასნამატი. ამისათვის = ნიშნის შემდეგ უნდა შეავსოთ საფუძვლად მიღებული ფასის ტიპი, შემდეგ + ნიშანი, ბოლოს წინა ველში შეავსეთ 20.000 და ბოლო ველში %. ახალი ფასის გამოთვლა შეიძლება აგრეთვე ბოლოს წინა ველში თანხის, ხოლო ბოლო ველში ერთეული მნიშვნელობის მონიშვნით.

ფასის დამრგვალების ხარისხი

ჩამონათვალი ტიპის ველი. ხარისხის შევსება, რომლის ფარგლებშიც ფასი გამოთვლის შემდეგ უნდა დამრგვალდეს. თუ ველი ცარიელია დამრგვალება არ განხორციელდება.

დამრგვალება ზედა დონეზე

თუ მონიშნულია გამოთვლის შემდეგ ფასი დამრგვალდება ზედა დონეზე.

 

OK ღილაკზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ცხრილის ტიპის ფანჯარა, რომელსაც აქვს შემდეგი ველები:

 

ველი

დანიშნულება

კოდი

ამ სვეტში ჩანს მონიშნული საქონლის კოდები.

დასახელება

მონიშნული საქონლის დასახელებები.

საზ.ერთ.

მონიშნული საქონლის საზომი ერთეულები.

გაყიდვის/შესყიდვის მიმდინარე ფასი

მონიშნული საქონლის გაყიდვის/შესყიდვის მიმდინარე ფასები.

ახალი გაყიდვის/შესყიდვის ფასი

ჩანს მონიშნული საქონლის გამოსათვლელი ფასების ახალი მნიშვნელობები. მომხმარებელს უშუალოდ ამ უჯრებში შეუძლია ახალი ფასების შეყვანა ან ახლად გამოთვლილის რედაქტირება.

 

ამ პროცესის შესრულება შეიძლება აგრეთვე დირექტორიიდან საქონელი მონიშნული სტრიქონებისთვის. ჩამონათვალის ფორმირებისთვის საჭიროა საჭირო საქონელთა სტრიქონების მონიშვნა. ჩამონათალის ფორმირების შემდეგ კონტექსტური მენიუდან უნდა აირჩიოთ ბრძანება ფასების ფორმირება.