სმფ ანალიზური და სინთეზური რიცხვების გადახრის შემოწმება

ექსპლორერი:  საწყობი > უწყისები >

სმფ ანალიზური და სინთეზური რიცხვების გადახრის შემოწმება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

მოცემული ანგარიშგება გამოიყენება სასაქონლო მატერიალური ფასეულობის სინთეტური და ანალიტიკური რიცხვების შეუსაბამობის გამოსავლენად. ანგარიშგებაში გამოისახება იმ ანგარიშების სინთეტური და ანალიტიკური ნაშთი, რომელთა მიხედვითაც მიმდინარეობს სმფ-ს აღრიცხვა. უწყისის გამოძახებისას გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელშიც იწერება ის თარიღი, რომლითაც გსურთ ანგარიშგების აგება. სმფ ანალიზური და სინთეზური  რიცხვების გადახრის შემოწმების აგება შეიძლება აგრეთვე  კონკრეტული ანგარიშისთვის.

ანგარიშგება შეიცავს შემდეგ სვეტებს.        

 

სვეტი

დანიშნულება

ანგარიში

სმფ-ს ანგარიში

დასახელება

სმფ-ს ანგარიშის დასახელება

ანალიზური ჯამი ლარში

ამ სტრიქონში გამოისახება მოცემულ ანგარიშით აღრიცხული სმფ-ების თანხების ჯამი.

სინთეტიკური თანხა ლარში

ამ სტრიქონში გამოისახება მოცემული ანგარიშის ნაშთი.

გადახრის თანხა ლარში

ამ სტრიქონში გამოისახება ანალიზური ჯამი  და სინთეტიკური თანხა ლარში ველების მნიშვნელობების სხვაობა.

 

უწყისის თითოეული სტრიქონის კონტექსტური მენიუს გადახრის თარიღი ბრძანების არჩევის შედეგად შეიძლება გავარკვიოთ, თუ როდის მოხდა პირველი გადახრა. ღილაკის დაჭერისას გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელშიც არის პერიოდისა და სიზუსტის ველები. გამოთვლის შესრულებისას გათვალისწინებული იქნება ის სხვაობა, რომელიც მეტია სიზუსტის ველში ჩაწერილ რიცხვზე. 

იხილეთ მეტი

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადახრა სინთეტიკური ანგარიშების და სმფ ნაშთებს შორის