პარამეტრები
პარამეტრების შეყვანა
ზოგიერთ ცხრილში ასახული მონაცემების მართვა ნებადართულია პარამეტრების მეშვეობით. დემონსტრაციამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც ხდება პარამეტრების მნიშვნელობების შეყვანა.
მაგალითის სახით განვიხილოთ T-ანგარიში. დიალოგურ ფანჯარაში ნებადართულია პერიოდის, ანგარიშის, ვალუტის და სხვა შერჩევა. შერჩეულ მნიშვნელობებზე დამოკიდებულად T-ანგარიშში შედის შესაბამისი გატარებები.
პარამეტრების რედაქტირებისთვის, საჭიროა დააჭიროთ ჩანართს მთავარი, ჯგუფში მონაცემები არსებულ ღილაკს ან აკრიფოთ CTRL+G ღილაკების კომბინაცია.
დიალოგურ ფანჯარაში პარამეტრების შეცვლის დადასტურებისთვის დააჭირეთ OK ღილაკს.
პარამეტრების დემონსტრაცია
პარამეტრების დემონსტრირებისთვის საჭიროა დააჭიროთ ჩანართში მონაცემები, ჯგუფში ხედი არსებულ ღილაკს პარამეტრების ნახვა .
ღილაკზე დაჭერისას ფანჯრის ქვედა ნაწილში გამოვა პარამეტრების მნიშვნელობები.
განყოფილების დასახურად კვლავ დააჭირეთ ღილაკს პარამეტრების ნახვა ან ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ჯვარს.