ცხრილი

ექსპლორერი:  სამუშაო გარემო >

ცხრილი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

AS-Accountant 6 სისტემაში ცხრილი გამოიყენება მონაცემთა ჩანაწერების დემონსტრაციისთვის. ჩამონათვალისგან განსხვავებით, ცხრილს არ აქვს სვეტები. აქედან გამომდინარე სტრიქონები შეიძლება შეიცავდნენ სხვა და სხვა სიგანის მართკუთხედ უჯრედებს (გაერთიანებულ უჯრედებს).

სისტემასთან მუშაობისას მომხმარებელი ხშირად შეხვდება ცხრილებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი გამოყენების ყველა საშუალების კარგად შესწავლა.

უწყისების დიდ ნაწილში მონაცემების დემონსტრაცია ხდება ცხრილებში.

მაგალითის სახით განვიხილოთ T-ანგარიში, რომლის თითოეული სტრიქონი გატარებაა.

UI.Table.Window

 

ცხრილს შესაძლოა ჰქონდეს სათაური და ქვედა კოლონტიტული. სტრიქონების დემონსტრაციისას ეს განყოფილებები ყოველთვის ჩანს და რჩებიან უცვლელები.

ცხრილის მიმდინარე სტრიქონის ნომერი, ყველა და მონიშნული სტრიქონების რაოდენობა ასახულია მთავარი ფანჯრის ქვემოთ მდებარე, სტატუსის პანელის მარცხენა ნაწილში. მიმდინარე სტრიქონი განსხვავდება  ფერით და მარცხენა მხრიდან გამოსახული ისრით.

მომხმარებელს ცხრილზე შეუძლია შეასრულოს შემდეგი ოპერაციები.

საჭირო ტექსტის მოძებნა,

სტრიქონების მონიშვნა,

ცხრილის მონაცემების განახლება,

მონიშნული უჯრედების ჯამების ჩვენება,

ცხრილის საბეჭდი ფორმის ნახვა და ბეჭდვის პარამეტრების შეცვლა,

ექსპორტირება Excel XLS ან XLSX ფორმატში