ფავორიტები ჩანართი განკუთვნილია მომხმარებლის მიერ ხშირად გამოყენებადი დირექტორიების, ოპერაციების, დოკუმენტების, ჟურნალების და უწყისების ერთ ადგილას შემაჯამებელი სახით შესანახად. ფავორიტები განსხვავდებიან მომხმარებელი - მონაცემთა ბაზა წყვილის მიხედვით.
ობიექტის ფავორიტებში დასამატებლად შეიძლება:
1.ექსპლორერიდან იგი გადმოქაჩოთ და ჩააგდოთ ფავორიტები ჩანართში ან
2.მონიშნოთ იგი და დააჭიროთ მარჯვენა დაწკაპუნებით გახსნილ ბრძანებას ფავორიტებში დამატება.
ფავორიტებში დამატებული ობიექტის წასაშლელად შეასრულეთ შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთი:
1. ექსპლორერში მონიშნეთ ობიექტი და დააჭირეთ მარჯვენა დაწკაპუნებით გახსნილ ბრძანებას ფავორიტებიდან ამოშლა.
2. ფავორიტები ჩანართში ობიექტის კონტექსტური მენიუდან დააჭირეთ ბრძანებას ფავორიტებიდან ამოშლა.
შენიშვნა |
---|
ობიექტის ფავორიტები ჩანართში დამატებისას ან ამოშლისას ექსპლორერში არანაირი ცვლილება არ ხდება. |