ექსპლორერი

ექსპლორერი:  სამუშაო გარემო >

ექსპლორერი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ექსპლორერი წარმოადგენს მთავარი ფანჯრის ძირითად განყოფილებას და უზრუნველყოფს სისტემის ყველა კომპონენტის უშუალო წვდომას. ამ ნაწილში აისახება მიმდინარე ქვესისტემის შესახებ დოკუმენტები, ოპერაციები, უწყისები და დირექტორიები. სისტემაში შესვლის დროს იგი აისახება მარცხენა მხარეს. ექსპლორერი შეიძლება იყოს ავტოდამალვადი, მთავარი ფანჯრის სხვადასხვა ნაწილებზე მიბმული ან გათიშული და ცალკე ფანჯარად გახსნილი.

ქვესისტემის გახსნა

ექსპლორერში ერთდოულად დემონსტრირდება ერთი ქვესისტემის შემცველობა. მოცემულ დროს სხვა განყოფილებები იმყოფებიან დახურულ მდგომარეობაში და მათი შესაბამისი ღილაკები ექსპლორერის ქვედა ნაწილშია მოთავსებული. თითოეული ქვესისტემის ღილაკს აქვს მისი გამოსახულება, რომელიც ახასიათებს მის შემადგენლობას. თუ რომელიმე ღილაკი არ ეტევა ამ ნაწილში, მაშინ იგი ასახულია იქვე მყოფ ჩამონათვალში, ჩამონათვალის გახსნა შესაძლებელია, ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ, ჰორიზონტალური გამყოფი, ჩამონათვალიდან გარეთ ასახული ღილაკების რაოდენობის მართვისთვის.

სისტემაში შესვლისას ის განყოფილება არის ასახული რომელიც ჩართული იყო სისტემდიან გამოსვლისას.

UI.Navigation.Button

განყოფილების გახსნისთვის დააჭირეთ შესაბამის ღილაკს ან CTRL და შესაბამისი ქვესისტემის რიგითი ნომრის ციფრული ღილაკების კომბინაციას.

ექსპლორერის ავტოდამალვადად გადაკეთება

 

დააწკაპუნეთ ექსპლორერის სასათაურო ზოლში მყოფ ღილაკს ავტოდამალვის.

 

UI.Navigation.AutoHideButton

დამალული ექსპლორერის ფანჯარა იხსნება, როდესაც მაუსის ისარი მიდის ვერტიკალურად გამოსახულ ღილაკთან ექსპლორერი.

 

UI.Navigation.AutoHide