მალც.საგ.-ის ბრუნვის ჟურნალი

ექსპლორერი:  მალცვეთადი საგნები > უწყისები >

მალც.საგ.-ის ბრუნვის ჟურნალი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი შეიცავს მალც.საგ.-ების ბრუნვას აღნიშნული პერიოდისთვის. ამ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღი ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა მალცვეთადი საგნების ბრუნვა აღნიშნულ პერიოდში.

ადგილმდებარეობა

სტრუქტურული ქვედანაყოფი. თუ ეს ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ამ სტრუქტურული ქვეგანყოფილებაში მიმდინარე არსებული მალცვეთადი საგნების მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სტრუქტურულ განყოფილებებში არსებული მალცვეთადი საგნების მონაცემები.

მატ.პასუხ. პირი

მატ.პას. პირის კოდი. თუ ეს ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ამ თანამშრომლის პასუხისმგებლობაში მიცემული მიმდინარე არსებული მალცვეთადი საგნების მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა თანამშრომლის პასუხისმგბელობის ქვეშ მყოფი მალცვეთადი საგნების მონაცემები.

მალცვეთადი საგანი

მალცვეთადი საგნის კოდი. თუ ეს ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ამ მალცვეთადი საგნის მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მალცვეთადი საგნების მონაცემები.

ჯგუფი

მალცვეთადი საგნის ჯგუფი. თუ ეს ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ამ ჯგუფის მალცვეთადი საგნების მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჯგუფის მალცვეთადი საგნების მონაცემები.

სხვადასხვა პარტიების მიხედვით

თუ მონიშნულია მალც.საგ. უწყისში შევა შემოსავლის ჯგუფების მიხედვით.

ქვეჯამები

თუ მონიშნულია უწყისი ჯგუფდება ქვეჯამების მიხედვით. შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება 1 - დეპარტამენტი, 2 - თანამშრომელი, 3 - ჯგუფი და 4 - მალცვეთადი საგანი.

 

ამ უწყისის სტრიქონები აღნიშნულ პერიოდში მალცვეთადი საგნების ბრუნვაა და შეიცავს შემდეგ სვეტებს.

 

სვეტი

დანიშნულება

კოდი

მალცვეთადი საგნის კოდი.

დასახელება

მალცვეთადი საგნის დასახელება

დეპარტამენტი

სტრუქტურული ქვეგანყოფილების კოდი.

მიიღო

მატ. პას. პირის კოდი.

დასახელება

მატ. პას. პირის დასახელება.

საზომი ერთეული

მალცვეთადი საგნის საზომი ერთეული.

ფასი ლარში

მალცვეთადი საგნის ფასი.

საწყ. ნაშ. რაოდენობა

მალცვეთადი საგნის რაოდენობრივი ნაშთი აღნიშნული პერიოდის დასაწყისში.

საწყ. ნაშ. ჯამი

მალცვეთადი საგნის თანხობრივი, ნაშთი აღნიშნული პერიოდის დასაწყისში.

შეტანა

მალცვეთადი საგნის შემოსავლის რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში.

შემოსავლის თანხა

მალცვეთადი საგნის შემოსავლის თანხა აღნიშნულ პერიოდში.

გასვლა

მალცვეთადი საგნის გასავლის რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში.

გასავლის თანხა

მალცვეთადი საგნის გასავლის თანხა აღნიშნულ პერიოდში.

საბოლოო ნაშ. რაოდენობა

მალცვეთადი საგნის რაოდენობრივი ნაშთი აღნიშნული პერიოდის ბოლოს.

საბოლოო ნაშ. თანხა

მალცვეთადი საგნის თანხობრივი ნაშთი აღნიშნული პერიოდის ბოლოს.

ანგარიში

მალცვეთადი საგნის ანგარიში.

ჯგუფი

მალცვეთადი საგნის ჯგუფი.

მახასიათებელი

მალცვეთადი საგნის მახასიათებელი.

ექსპ. თარიღი

მალცვეთადი საგნის ექსპლუატაციის თარიღი. ეს სვეტი ჩანს როდესაც უწყისის დიალოგურ ფანჯარაში მონიშნულია სტრიქონი სხვადასხვა პარტიების მიხედვით.

მომწოდებელი

მალცვეთადი საგნის მომწოდებელი. ეს სვეტი ჩანს როდესაც უწყისის დიალოგურ ფანჯარაში მონიშნულია სტრიქონი სხვადასხვა პარტიების მიხედვით.

სმფ-ს შემოსავლის ფასი

სასაქონლო მატერიალური ფასეულობის შემოსვლის ფასი. ეს სტრიქონი ხილვადი ხდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიალოგურ ფანჯარაში მოვნიშნავთ ველს პარტიების ჩვენება.

სმფ-ს შემოსავლის ფასი დაუბეგრავი დღგ

სასაქონლო მატერიალური ფასეულობის შემოსვლის ფასი დღგ-ს დაუბეგრავად. ეს სტრიქონი ხილვადი ხდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიალოგურ ფანჯარაში მოვნიშნავთ ველს პარტიების ჩვენება.

დღგ

თუ ალამი ჩართულია, მაშინ მოცემული სტრიქონებისთვის ანგარიშდება დღგ. ეს სტრიქონი ხილვადი ხდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიალოგურ ფანჯარაში მოვნიშნავთ ველს პარტიების ჩვენება.

დოკუმენტის ტიპი

მალცვეთადი საგნის შემოსავლის დოკუმენტის ტიპი. ეს სვეტი ჩანს როდესაც უწყისის დიალოგურ ფანჯარაში მონიშნულია სტრიქონი სხვადასხვა პარტიების მიხედვით.

დოკუმენტის ნომერი

მალცვეთადი საგნის შემოსავლის დოკუმენტის ნომერი. ეს სვეტი ჩანს როდესაც უწყისის დიალოგურ ფანჯარაში მონიშნულია სტრიქონი სხვადასხვა პარტიების მიხედვით.