მალცვეთადი საგნების ოპერაციების ჟურნალი

ექსპლორერი:  მალცვეთადი საგნები > უწყისები >

მალცვეთადი საგნების ოპერაციების ჟურნალი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ეს უწყისი გათვალისწინებულია მალცვეთად საგნებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღი ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა ის ოპერაციები რომლებიც შესრულდა აღნიშნულ პერიოდში.

ადგილმდებარეობა

სტრუქტურული ქვედანაყოფი რომლისთვისაც აიგება უწყისი. თუ ეს ველი ცარიელია უწყისი აიგება ყველა სტრუქტურულ განყოფილებებისთვის.

მატ. პას. პირი

მატ. პას. პირის კოდის შევსება, რომლისთვისაც აიგება უწყისი. თუ ეს ველი ცარიელია უწყისი აიგება ყველა მატ. პას. პირებისთვის.

ჯგუფი

მალცვეთადი საგნის ჯგუფის შევსება, რომლისთვისაც აიგება უწყისი. თუ ეს ველი ცარიელია უწყისი აიგება ყველა ჯგუფისთვის.

მალცვეთადი საგანი

მალცვეთადი საგნის კოდის შევსება, რომლისთვისაც აიგება უწყისი. თუ ეს ველი ცარიელია უწყისი აიგება ყველა მალცვეთადი საგნის მიხედვით.

ოპერაციის ტიპი

ოპერაციის ტიპი. ველთან მდებარე სიიდან შეიძლება ერთი ან რამოდენიმე ოპერაციის ტიპის მონიშვნა. უწყისში შევა მონიშნული ტიპის ოპერაციები, ხოლო თუ ველი ცარიელია ყველა ტიპის ოპერაცია.

პარტიების ჩვენება

თუ მონიშნულია მალცვეთადი საგნები უწყისში ჩანს პარტიების მიხედვით. უწყისს ემატება შემოსავლის დოკუმენტის შესახებ მონაცემები

ვალუტა

ვალუტის კოდი. თუ ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ის ოპერაციები რომლებიც განხორციელდა ამ ვალუტით.

ვალუტების ჩვენება

თუ მონიშნულია, უწყისში შევა აგრეთვე ოპერაციების ვალუტები.

ამ უწყისის სტრიქონები აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირებული ოპერაციებია და შეიცავს შემდეგ სვეტებს.

სვეტი

დანიშნულება

თარიღი

რეგისტრაციის თარიღი.

დოკუმენტის N

დოკუმენტის ნომერი.

ოპერაციის ტიპი

ოპერაციის ტიპი ან სახეობა.

შემოსავალი/გასავალი

აჩვენებს, თუ ოპერაციის შედეგად მალცვეთადი საგანი შევიდან საწყობში თუ გამოვიდა.

ადგილმდებარეობა

სტრუქტურული ქვედანაყოფის კოდი

მატ. პას. პირის კოდი

მატ. პას. პირის კოდი

მატ. პას. პირის  დასახელება

მატ. პას. პირის დასახელება

მალცვეთადი საგანი

მალცვეთადი საგნის კოდი.

დასახელება

მალცვეთადი საგნის დასახელება.

საზომი ერთეული

მალცვეთადი საგნის საზომი ერთეული.

ანგარიში

მალცვეთადი საგნის ანგარიში.

მოკორესპონდენტო ობიექტი

მოკორესპონდენტო პარტნიორის, საწყობის ან სტრუქტურული ქვეგანყოფილების კოდი.

მოკორესპონდენტო ობიექტის დასახელება

მოკორესპონდენტო პარტნიორის, საწყობის ან სტრუქტურული ქვეგანყოფილების დასახელება.

ფასი ლარში

მალცვეთადი საგნის ფასი.

რაოდენობა

მალცვეთადი საგნის რაოდენობა.

თვითღირებულების თანხა

მალცვეთადი საგნის თვითღრებულების თანხა.

ვალუტა

ოპერაციის ვალუტა

შემოსავლის ფასი ვალ.

მალცვეთადი საგნის ფასი ვალუტაში, მხოლოდ უცხროური ვალუტით შემოსავლის ოპერაციებში.

კომენტარი

ოპერაციის კომენტარი.

ჯგუფი

მალცვეთადი საგნის ჯგუფი.

მახასიათებელი

მალცვეთადი საგნის მახასიათებელი.

ექსპ. თარიღი

მალცვეთადი საგნის ექსპლუატაციის თარიღი. ეს სვეტი ჩანს როდესაც უწყისის დიალოგურ ფანჯარაში მონიშნულია სტრიქონი პარტიების ჩვენება.

მომწოდებელი

მალცვეთადი საგნის მომწოდებელი. ეს სვეტი ჩანს როდესაც უწყისის დიალოგურ ფანჯარაში მონიშნულია სტრიქონი პარტიების ჩვენება.

დოკუმენტის ტიპი

მალცვეთადი საგნის შემოსავლის დოკუმენტის ტიპი. ეს სვეტი ჩანს როდესაც უწყისის დიალოგურ ფანჯარაში მონიშნულია სტრიქონი პარტიების ჩვენება.

დოკუმენტის N

მალცვეთადი საგნის შემოსავლის დოკუმენტის ნომერი. ეს სვეტი ჩანს როდესაც უწყისის დიალოგურ ფანჯარაში მონიშნულია სტრიქონი პარტიების ჩვენება.

სმფ-ს შემოსვლის ფასი

სასაქონლო მატერიალური ფასეულობის შემოსვლის ფასი. ეს სტრიქონი ხილვადი ხდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიალოგურ ფანჯარაში მოვნიშნავთ ველს პარტიების ჩვენება.

სმფ-ს შემოსვლის ფასი დაუბეგრავი დღგ

სასაქონლო მატერიალური ფასეულობის შემოსვლის ფასი დღგ-ს დაუბეგრავად. ეს სტრიქონი ხილვადი ხდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიალოგურ ფანჯარაში მოვნიშნავთ ველს პარტიების ჩვენება.

დღგ

თუ ალამი ჩართულია, მაშინ მოცემული სტრიქონებისთვის ანგარიშდება დღგ. ეს სტრიქონი ხილვადი ხდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიალოგურ ფანჯარაში მოვნიშნავთ ველს პარტიების ჩვენება.

უწყისის კონტექსტური მენიუდან შეიძლება მიმდინარე სტრიქონის რედაქტირება, ნახვა ამობეჭდვამდე ან წაშლა.