განაკვეთის დანიშვნა

ექსპლორერი:  ხელფასი > დოკუმენტები > HR დოკუმენტები >

განაკვეთის დანიშვნა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი განკუთვნილია კომპანიის თანამშრომლებისთვის დარიცხვა/დაქვითვის დასანიშნად.

დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე:

Salary.Documents.Salary.Assignment

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს. ველის  შევსება აუცილებელია.

დოკუმენტის N

დოკუმენტის N. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდის შევსება. შერჩეული დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისთვის დაინიშნება დარიცხვა/დაქვითვა.

დარიცხვა/დაქვითვა

აუცილებელი ველია. დასანიშნი დარიცხვა/დაქვითვის შევსება.

კომენტარი

კომენტარი დოკუმენტის შესახებ.

 

ჩამონათვალში სტრიქონის შესაქმნელად და წასაშლელად გათვალისწინებულია შემდეგი ღილაკები.

 

გამოსახულება

დანიშნულება

add16

მოცემული დოკუმენტისთვის საჭირო ახალი სტრიქონის დამატება.

copy16

ჩამონათვალში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

მიმდინარე სტრიქონის წაშლა.

 

ღილაკზე ჩატვირთვა დაჭერისას ჩამონათვალში შეივსება თანამშრომლები. ამ სიაში სვეტებს აქვთ შემდეგი დანიშნულება.

 

სვეტი

დანიშნულება

ტაბელური ნომერი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი.

დასახელება

თანამშრომლის სახელი, გვარი.

თანხა

თანამშრომლისთვის გაანგარიშებული თანხა.