შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან გამოწერილი ზედნადების იმპორტი

ექსპლორერი:  სტატიები >

შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან გამოწერილი ზედნადების იმპორტი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

მომხმარებლის მუშაობის გამარტივებისათვის პროგრამაში AS-Accountant 7 ჩაშენებულია მრავალი დამატებითი ავტომატიზაციის ფუნქცია,  რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამ საკითხის გადაწყვეტა. AS-Accountant 7  სისტემის საშუალებით შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გამოწერილი ზედნადების იმპორტი და შესაბამისი დოკუმენტების შექმნა. ამისათვის საჭიროა შემდეგი პუნქტების შესრულება:

1.გახსენით ქვესისტემაში საწყობი ოპერაცია RS.GE-დან გამოწერილი ზედნადებების იმპორტი.

KBArticles.ImportWayBillFromRS1

2. გამოსულ ავტორიზაციის ფანჯარაში შეიყვანეთ შემოსავლების სამსახურთან დასაკავშირებელი მომხმარებელი და პაროლი და დააჭირეთ OK

KBArticles.ImportWayBillFromRS2

3. წარმატებული ავტორიზაციია შემთხვევაში გამოდის ფანჯარა. შეიყვანეთ პერიოდი,  რომლის შუალედში გამოწერილი ზადნადებების ჩამოტვირთვა გსურთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან დააჭირეთ OK

KBArticles.ImportWayBillFromRS3

4. პროგრამაში გამოჩნდება ყველა ზედნადები, რომლებიც შექმნილია მოცემულ პერიოდში.

KBArticles.ImportWayBillFromRS4

5. ზედნადების პროგრამაში ჩასაწერად კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება შექმნა დოკუმენტზე დაყრდნობით. ამასთან გაითვალიწინეთ რომ პროგრამაში ზედნადები შესაძლებელია შეიქმნას იმ შემთხვევაში, როცა მისი ტიპია: ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების გარეშე და შიდა გადაზიდვა

KBArticles.ImportWayBillFromRS5

6. მოცემული ოპერაციის შემდეგ გამოდის შეტყობინება წარმატებული იმპორტის და შეცდომების რაოდენობის შესახებ.

KBArticles.ImportWayBillFromRS6

7. შექმნილი დოკუმენტის სანახავად კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება შესაბამებული დოკუმენტის გახსნა.

KBArticles.ImportWayBillFromRS7

8. გამოდის დოკუმენტის გაყიდვები ფორმა, რომელშიც შესაძლებელია გარკვეული კორექციების შეტანა.

KBArticles.ImportWayBillFromRS8