პარტნიორის დას. მიღება ს/კ-ით. პარტნიორთა ჩამოტვირთვა RS.GE-დან

ექსპლორერი:  სტატიები >

პარტნიორის დას. მიღება ს/კ-ით. პარტნიორთა ჩამოტვირთვა RS.GE-დან

Previous pageReturn to chapter overviewNext page

მომხმარებლის სამუშაოს გასამარტივებლად პროგრამაში AS-Accountant 7 ჩაშენებულია მრავალი დამატებითი ავტომატიზაციის ფუნქცია,  რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამ საკითხის გადაწყვეტა.

სისტემის საშუალებით შესაძლებელია დირექტორიაში პარტნიორები საიდენტიფიკაციო ნომრის საშუალებით მივიღოთ მისი დასახელება. ამისთვის საჭიროა შემდეგი პუნქტების შესრულება :

1.გახსენით დირექტორია პარტნიორები

KBArticles.AddPartner1

2.კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება დამატება.

KBArticles.AddPartner2

3.გამოსულ ფანჯარაში ველში საიდენტ. N ჩაწერეთ შესაბამისი კოდი და დააჭირეთ ღილაკს .

4.გამოსულ ავტორიზაციის ფანჯარაში შეიყვანეთ შემოსავლების სამსახურთან დასაკავშირებელი მომხმარებელი, პაროლი და დააჭირეთ OK.

KBArticles.AddPartner3

5. წარმატებული ავტორიზაციის შემთხვევაში სისტემა უკავშირდება გადამხდელთა რეესტრს და ავტომატურად გამოაქვს პარტნიორის დასახელება.

KBArticles.AddPartner4

 

AS-Accountant 7 სისტემასთან მუშაობისას შესაძლებელია ასევე პარტნიორების მონაცემების იმპორტი შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან. ამის საჭიროება ძირითადად ჩდება სისტემის დანერგვის ეტაპზე, მაგალითად როცა გვინდა მყიდველების შეყვანა პროგრამაში, რომელზეც გამოწერილია ზედნადებები.  ამისთვის საჭიროა შემდეგი პუნქტების შესრულება:

1.კონტექსტური მენიუდან აიჩიეთ ბრძანება პარტნიორების იმპორტი RS.GE-დან.

KBArticles.AddPartnerImportRS1

2.აირჩიეთ შესაბამისი პერიოდი და დოკუმენტის ტიპი. პროგრამაში იმპორტირდება მხოლოდ ის პარტნიორები, რომელთა სახელზე გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა ან ზედნადები მოცემულ პერიოდში. შესაძლებელია აირჩიოთ პარტნიორების ჩამოტვირთვა მოცემული პერიოდისთვის როგორც გამოწერლი ზედნადებების, ასევე  გამოწერილი ა/ფ-ის მიხედვით.

KBArticles.AddPartnerImportRS2

3.გამოსულ ავტორიზაციის ფანჯარაში შეიყვანეთ შემოსავლების სამსახურთან დასაკავშირებელი მომხმარებელი,  პაროლი და დააჭირეთ OK.

KBArticles.AddPartnerImportRS3

4.წარმატებული ავტორიზაციის შემთხვევაში სისტემაში იმპორტირდება ყველა პარტნიორი, რომელთანაც გქონიათ ურთიერთობა მოცემული პერიოდის განმავლობაში.

KBArticles.AddPartnerImportRS4

5.ოპერაციის დასრულების შემდეგ სისტემას გამოაქვს შეტყობინება წარმატებული იმპორტირების და შეცდომების რაოდენობის შესახებ.

KBArticles.AddPartnerImportRS5

სისტემის დირექტორიაში პარტნიორები  იმპორტირების შედეგად ავტომატურად ივსება  სადენტიფიკაციო ნომერი, დასახელება და ფაქტიური მისამართები.