RS.GE-დან მიღებული ზედნადებების იმპორტი

ექსპლორერი:  საწყობი > ოპერაციები >

RS.GE-დან მიღებული ზედნადებების იმპორტი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ოპერაციის RS.GE-დან ზედნადებების იმპორტი საშუალებით ხდება შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდიდან თქვენთვის გამოწერილი ზედნადებების  ჩამოტვირთვა. ბრძანების არჩევის შემდეგ გამოდის სისტემა RS.GE-ში შესვლის ფანჯარა, სადაც უნდა შეიყვანოთ მომხმარებელი და პაროლი. წარმატებული ავტორიზაციის შემთხვევაში გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელიც შედგება შემდეგი ველებისგან:

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღის ტიპის ველთა წყვილია. სისტემაში შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან მოხდება მხოლოდ იმ ზედნადებების იმპორტი, რომელიც მოცემულ პერიოდში შევა.

გაფართოებული

მოსანიშნი ტიპის ველია ,თუ გამორთულია,  ჟურნალი იქმნება ზედნადების შესახებ ძირითადი ინფორმაციით. თუ ალამი ჩართულია, მაშინ მოხდება ზედნადებების შესახებ  დამატებითი ინფორმაციის ჩვენება. მაგალთად: ანგარიშ-ფაქტურის ID, შექმნა, დასრულება.

მიღებული ზედნადებების სისტემაში იმპორტირებისათვის ჩამონათვლის კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება შექმნა დოკუმენტზე დაყრდნობით. შესაძლებელია როგორც ერთი, ასევე მონიშნული ზედნადებების იმპორტი. ოპერაციის შესრულების შემდეგ გამოდის შეტყობინება იმპორტის დასრულების და აღმოჩენილი შეცდომების შესახებ. მიღებული ზედნადებების RS.GE-ზე არსებული ინფორმაციის დასათვალიერებლად კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება ნახვა. კონტექსტური მენიუდან ასევე შესაძლებლობა გეძლევათ აირჩიოთ ბრძანება შესაბამისი დოკუმენტის გახსნა, რომლის შედეგადაც გამოდის შესაბამის ზედნადებზე გამოწერილი დოკუმენტი, გაყიდვები, უკან დაბრუნება ან სმფ გადაადგილება, იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის ზედნადებია გამოწერილი.