დღის რიგითი ნომრის რედაქტირება

ექსპლორერი:  დოკუმენტებზე მუშაობა >

დღის რიგითი ნომრის რედაქტირება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტის დღის რიგითი ნომერი გამოიყენება გადაწერების და გადალაგებების დროს. დღის განმავლობაში დოკუმენტების ჩაწერა ხდება 0-დან დაწყებული, ათობითი მომატებით.

დღის რიგითი ნომრის რედაქტირებისთვის დოკუმენტი უნდა იყოს მონახაზ მდგომარეობაში.

მონახაზი დოკუმენტის კონტექსტური მენიუდან გამოიძახეთ ბრძანება დღის რიგითი ნომრის შეცვლა, გაიხსნება დიალოგური ფანჯარა, რომელსაც აქვს შემდეგი სახე.

 

Document.Edit.OrderNumber

 

 

ველი

დანიშნულება

მიმდინარე დოკუმენტი

მიეთითება რედაქტირებადი დოკუმენტის თაობაზე ინფორმაცია, დღის რიგითი ნომერი, დოკუმენტის ტიპი, ნომერი, თარიღი და თანხა.

ახალი რიგითი ნომერი (თარიღი ../../..)

ახალი რიგითი ნომერი. Document.Edit.OrderNumber.Previous და Document.Edit.OrderNumber.Next ღილაკების მეშვეობით შეიძლება ერთი დოკუმენტით წინ ან უკან გადაადგილება. Document.Edit.OrderNumber.start და Document.Edit.OrderNumber.End ღილაკების მეშვეობით დოკუმენტი გადაადგილდება დღის დასაწყისში ან დღის ბოლოს.

წინა დოკუმენტი

აღინიშნება ახალი რიგითი ნომრის წინამორბედი დოკუმენტის თაობაზე ინფორმაცია: დღის რიგითი ნომერი, დოკუმენტის ტიპი, ნომერი, თარიღი და თანხა.

მომდევნო დოკუმენტი

აღინიშნება ახალი რიგითი ნომრის მომდევნო დოკუმენტის თაობაზე ინფორმაცია: დღის რიგითი ნომერი, დოკუმენტის ტიპი, ნომერი, თარიღი და თანხა.