დოკუმენტების ისტორია

ექსპლორერი:  ადმინისტრატორის ინსტრუმენტები >

დოკუმენტების ისტორია

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ბრძანების დოკუმენტების ისტორიის საშუალებით შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის ნახვა დოკუმენტებზე მომხდარი ოპერაციების შესახებ. ბრძანების გახსნისას გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელსაც აქვს შემდეგი სახე:

 

AdminTools.DocHistory

 

ველი

დანიშნულება

გამოწერის პერიოდი

თარიღი ტიპის ველთა წყვილია, უნდა შეავსოთ ის პერიოდი, რომლის განმავლობაში გამოწერილი დოკუმენტების ნახვა გვსურს.

ოპერაციების პერიოდი

თარიღი ტიპის ველთა წყვილია, უნდა შეავსოთ ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გვსურს ვნახოთ დოკუმენტებზე შესრულებული ოპერაციები.

ტიპი

დოკუმენტის ტიპი. ველზე მიბმული ჩამონათვლიდან შეიძლება დოკუმენტის ერთი ან რამოდენიმე ტიპის მონიშვნა. გახსნილ ფანჯარაში შევა მხოლოდ მონიშნული ტიპის დოკუმენტები, ხოლო ველის არ შევსების შემთხვევაში ყველა ტიპის დოკუმენტი.

მომხმარებელი

მომხმარებლის არჩევა. ველზე მიბმული ჩამონათვლიდან შეიძლება მომხმარებლის არჩევა. გახსნილ ფანჯარაში შევა მხოლოდ მონიშნული მომხმარებლის მიერ დოკუმენტზე განხორციელებული ოპერაციების ისტორია, ხოლო ველის არ მონიშვნის შემთხვევაში ყველა მომხმარებლის მიერ განხორციელებული ოპერაცია მოცემულ პერიოდში

ბრძანების სვეტები შეიცავს შემდეგ მონაცემებს: 

ველი

დანიშნულება

თარიღი

ცვლილებების გამხორციელების თარიღი

მომხმარებელი

ივსება მომხმარებელი, რომელმაც განახორციელა ცვლილება

მდგომარეობა

ივსება დოკუმენტის მდგომარეობა.

ოპერაცია

ივსება კონკრეტული ოპერაცია, რომელიც განხორციელდა დოკუმენტზე

სამუშაო სადგური

ივსება იმ კომპიუტერის დასახელება, სადაც განხორციელდა დოკუმენტზე მოცემული ოპერაცია

კომენტარი

ივსება კომენტარი ცვლილებების შესახებ

დოკუმენტის თარიღი

ივსება  დოკუმენტის თარიღი, რომლითაც იგი დარეგისტრირებულია პროგრამაში

დღის რიგ. ნომერი

დღის რიგითი ნომერია. გამოიყენება განმეორებითი რეგისტრაციის და გადალაგების დროს. დოკუმენტები ჩაიწერება 0-დან დაწყებული ათობითი ზრდით.

დოკუმენტის N

ივსება დოკუმენტის რიგითი ნომერი

ტიპი    

ივსება დოკუმენტის ტიპი

ვალუტა

ივსება დოკუმენტის ვალუტა. ეს მნიშვნელობა ზოგ დოკუმენტებში არ არის, რომლებშიც არ გამოიყენება ვალუტა.

თანხა

ივსება დოკუმენტის თანხა.

დოკუმენტის კომენტარი

ივსება დოკუმენტის შესახებ კომენტარი

ბრძანების მიმდინარე სტრიქონის შესაბამისი ოპერაციებია:

რედაქტირება. დოკუმენტის რედაქტირება.

ისტორია. დოკუმენტის ჩაწერის და რედაქტირების შესახებ უწყისი. აისახება, თუ რომელი მომხმარებლის მიერ, რომელი კომპიუტერიდან, და როდის შესრულდა ცვლილებები