წაშლილი დოკუმენტების ჟურნალი

ექსპლორერი:  ადმინისტრატორის ინსტრუმენტები >

წაშლილი დოკუმენტების ჟურნალი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ჟურნალში აისახება საანგარიშო პერიოდში სისტემიდან წაშლილი ყველა დოკუმენტი. 

ამ ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცებელი თარიღის ტიპის ველთა წყვილია. ჟურნალში შევა მხოლოდ ამ პერიოდში რეგისტრირებული დოკუმენტები.

ტიპი

დოკუმენტის ტიპი. ველზე მიბმული სიიდან შეიძლება დოკუმენტის ერთი ან რამოდენიმე ტიპის მონიშვნა. ჟურნალში შევა მხოლოდ მონიშნული ტიპის დოკუმენტები, ხოლო ველის არ შევსების შემთხვევაში ყველა ტიპის დოკუმენტი.

ვალუტა

ვალუტის შევსება, რომლის მიხედვით აიგება ჟურნალი.

პარტნიორი

ჟურნალში შევა მხოლოდ აღნიშნულ პარტნიორთან დაკავშირებული დოკუმენტები.

თანამშრომელი

ჟურნალში შევა მხოლო აღნიშნულ თანამშრომელთან დაკავშირებული დოკუმენტები

საინვენტარო ნომერი

ძირ.საშ.-ის საინვენტარო ნომერი. ჟურნალში შევა მხოლოდ აღნიშნული საინვენტარო ნომრით დოკუმენტები.

 

ჟურნალის მიმდინარე სტრიქონის შესაბამისი ოპერაციებია:

რედაქტირებადოკუმენტის რედაქტირება

ნახვა ამობეჭდვამდე. დოკუმენტის საბეჭდი ფორმის ნახვა

წაშლა. დოკუმენტის წაშლა

ისტორია. დოკუმენტის ჩაწერის და რედაქტირების შესახებ უწყისი. აისახება, თუ რომელი მომხმარებლის მიერ, რომელი კომპიუტერიდან, და როდის შესრულდა ცვლილებები

ასლი. იქმნება ახალი მსგავსი დოკუმენტი, შევსებული მიმდინარე დოკუმენტის მონაცემებით.

მონახაზად გადაკეთება. ნაშთები არ გაწითლების შემთხვევაში, აღრიცხვიდან წაიშლება დოკუმენტის რეგისტრირების შედეგად შექმნილი ოპერაციები და ავტომატური გატარებები, ხოლო დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში. რედაქტირების რეჟიმით შესრულებული გატარებები ინახება მონახაზი ფორმულირებების სახით.

ჩაწერა. დოკუმენტი ჩაიწერება აღრიცხვაში. გარდა ამისა შესაძლებელია დოკუმენტის მისი თანხობრივი გატარებებით ჩაწერა.