ანგარიშთა ურთიერთ-ანგარიშსწორება

ექსპლორერი:  ბუღალტერია > ოპერაციები >

ანგარიშთა ურთიერთ-ანგარიშსწორება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ეს ოპერაცია გათვალისწინებულია ორი ანგარიშის ნაშთების ურთიერთ-ანგარიშსწორებისთვის. ოპერაციის შესასრულებლად საჭიროა სიიდან ოპერაციები  აირჩიოთ ოპერაცია ანგარიშთა ურთიერთ-ანგარიშსწორება . გახსნილ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:

თარიღი

ანგარიში 1

ანგარიში 2

 

Documents.AccountsNetting

 

ანგარიში 1 და ანგარიში 2 ველებში უნდა შეავსოთ ურთიერთ-ანგარიშსწორების ანგრიშები. რათა, მოხდეს ნაშთების გადახურვა, საჭიროა, რომ მონიშნულმა ანგარიშება დააკმაყოფილონ შემდეგი პირობები.

აღნიშნული თარიღისთვის ანგარიშებიდან ერთის ნაშთი უნდა იყოს დებეტში, მეორის კრედიტში.

ანგარიშთა ნაშთები უნდა იყოს ერთი და იგივე ვალუტაში.

ორივე ანგარიშს, ან უნდა ჰქონდეს აღრიცხვა პარტნიორთა მიხედვით, ან არ ჰქოდეს.

თუ, ორივეს აქვს აღრიცხვა პარტნიორთა მიხედვით, მაშინ ორივეს უნდა ჰქონდეს ნაშთი ერთი და იგივე პარტნიორით.

თუ, მონიშნული ანგარიშები აკმაყოფილებენ ამ პირობებს, მაშინ იქმნება დოკუმენტი მემორიალური ორდერი, რომლის გატარებების დებეტი ველში ის ანგარიში ივსება რომელსაც აქვს საკრედიტო ნაშთი, ხოლო კრედიტ ველში სადებეტო ნაშთის მქონე ანგარიში. თუ ანგარიშებს აქვთ პარტნიორთა მიხედვით აღრიცხვა, მაშინ ველებში  დებეტ პარტნიორი და კრედიტ პარტნიორი პარტნიორის კოდის შევსება ხდება. თანხა და თანხა ვალ. ველებში მონიშნუილი ორი ანგარიშის ნაშთებიდან მინიმალური ივსება. ველის კომენტარში წინადადება ანგარიშთა გადახურვა იწერება.