კონვერტაცია

ექსპლორერი:  ბუღალტერია > დოკუმენტები >

კონვერტაცია

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი კონვერტაცია გამოიყენება ერთი ვალუტის მეორეში დაკონვერტირების დროს. მას აქვს შემდეგნაირი სახე.

Currency Convert

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

კონვერტაციის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

კონცერტაციის დოკუმენტის ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს პარამეტრებში მითითებულ მიმდინარე ნომერს. ისი გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების კომბინაციის აკრეფით ან ველზე მიბმული paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მინიჭებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრების ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

დებეტი

ივსება სადებეტო მონაცემები.

ვალუტა

გასაცვლელი ვალუტა. შევსება აუცილებელია.

ანგარიში

ის ანგარიში, საიდანაც უნდა მოხდეს აღნიშნული ვალუტის კონვერტაცია. აუცლიებელი ველია.

პარტნიორი

თუ შევსებულია ანგარიში პარტნიორის მიხედვით აღრიცხვადია, მაშინ აქ უნდა შეავსოთ აგრეთვე პარტნიორი, საიდანაც უნდა მოხდეს ვალუტის კონვერტაცია. აუცილებელი ველია.

თანხა

საკონვერტაციო ვალუტის თანხა. აუცილებელი ველია. ველთან მდებარე copy ღილაკზე მარჯვენა დაწკაპუნებით გახსნილი ბრძანებით ასლი შეიძლება სავალუტო თანხის კოპირება სიტყვებით.

ვალუტის კურსი

აღნიშნული ვალუტის ექვივალენტი ლარში. ამ ველს ავტომატურად ავსებს სისტემა, დირექტორიიდან ვალუტის კურსი .  აქ იძებნება ისეთი სტრიქონი რომლის თარიღი ემთხვევა, დოკუმენტში შევსებულ თარიღს. ამგვარი სტრიქონის არ არსებობის შემთხვევაში შეირჩევა ახლოსმდგარი თარიღით სტრიქონი. შეიძლება აგრეთვე მისი რედაქტირება. თუ ვალუტა ეროვნული ფულადი ერთეულია, მაშინ ველი რჩება ცარიელი.  

კრედიტი

ივსება საკრედიტო მონაცემები.

ვალუტა

ვალუტა, რომელზეც იცვლება საკრედიტო ჯგუფში მითითებული ვალუტა, აუცილებელი ველია.

ანგარიში

ის ანგარიში, რომლის შესაბამის ვალუტაზე იცვლება საკრედიტო ჯგუფში  მითითებული ვალუტა, აუცილებელი ველია.

პარტნიორი

თუ, შევსებული ანგარიშით აღრიცხვა წარმოებს პარტნიორის მიხედვით, მაშინ აქ უნდა შეავსოთ პარტნიორი რომლისთვისაც უნდა მოხდეს ვალუტის გაცვლა. აუცილებელი ველია.

თანხა

საკონვერტაციო თანხა, რომელზეც იცვლება ვალუტა. აუცილებელი ველია. ველთან მდებარე copy ღილაკზე მარჯვენა დაწკაპუნებით გახსნილი ბრძანებით ასლი შეიძლება სავალუტო თანხის კოპირება სიტყვებით.

ვალუტის კურსი

აღნიშნული ვალუტის ექვივალენტი ლარში. ამ ველს ავტომატურად ავსებს სისტემა, კურსის ცნობარში ვალუტის კურსი მოძებნით.  აქ იძებნება ისეთი სტრიქონი რომლის თარიღი ემთხვევა, დოკუმენტში შევსებულ თარიღს. ამგვარი სტრიქონის არ არსებობის შემთხვევაში შეირჩევა ახლოსმდგარი თარიღით სტრიქონი. შეიძლება აგრეთვე მისი რედაქტირება. თუ ვალუტა ეროვნული ფულადი ერთეულია, მაშინ ველი რჩება ცარიელი.  

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

ვალუტის კონვერტაციის ტრანზიტული ანგარიში

აუცილებლად ივსება კონვერტაციის ტრანზიტული ანგარიში.

მოგება კონვერტაციიდან

აუცილებლად ისვება ის ანგარიში, რომლითაც ხდება კონვერტაციის წარმოშობილი მოგების ფორმულირება.

ზარალი კონვერტაციიდან

აუცილებლად ისვება ის ანგარიში, რომლითაც ხდება კონვერტაციის წარმოშობილი ზარალის ფორმულირება.

საერთო კურსი

ამ ველს ავსებს სისტემა, მოცემული თარიღისთვის ან ახლოსმყოფი თარიღისთვის ორი  (დებეტი, კრედიტი) ვალუტა ველებში მითითებული ვალუტის კურსების გათვალისწინებით, დირექტორიიდან ვალუტის კურსი გამოყენებით. თუ ამ ვალუტებიდან ერთი მაინც ეროვნული ვალუტაა, მაშინ აქ მეორე ვალუტის ველის მნიშვნელობა-კურსი იწერება.

დამრგვალების ხარისხი

ექვივალენტური თანხის დამრგვალების ხარისხი.

წინა დღის კურსის გამოყენება

მოსანიშნი ტიპის ველია. თუ მონიშნულია, ოპერაციის შესრულებისას საფუძვლად მიიღება დოკუმენტის თარიღის წინა დღის მოქმედი კურსი.

 

დოკუმენტის გატარებების ნაწილში არის შემდეგი სწრაფი წვდომის ღილაკები:

 

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული.  გატარების სტრიქონი იქმნება დოკუმენტის პარტნიორი, დებეტი თანხა, კრედიტი თანხა, დებეტი ანგარიში, კრედიტი ანგარიში, მოგებების/ხარჯების ანგარიში ველებში მითითებული მნიშვნელობების საფუძველზე. თუ დებეტი ვალუტა და კრედიტი ვალუტა არ არის ეროვნული ფულადი ერთეული, გატარებებში გამოიყენება კონვერტაციის ტრანზიტული ანგარიში ველის მნიშვნელობა.

გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.  

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლოშენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.