სინთეტიკური ანგარიშების ჯგუფური გადაფასება

ექსპლორერი:  ბუღალტერია > დოკუმენტები > გადაფასებები >

სინთეტიკური ანგარიშების ჯგუფური გადაფასება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტს სინთეტიკური ანგარიშების ჯგუფური გადაფასება აქვს შემდეგი სახე.

 

Accounting.Documents.AccountsRevaluation

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

ააუცილებელი ველია. ივსება გადაფასების თარიღი.

დოკუმენტის N

დოკუმენტის რიგითი ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს დოკუმენტის ნომერს. ისი გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების კომბინაციის აკრეფით ან ველზე მიბმული paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიწერილი ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრების ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი

მოგება გადაფასებიდან

მოგებების ანგარიში, აუცილებელი ველია. სისტემა ავტომატურად ავსებს პარამეტრების გვერდიდან ანგარიშები .

ზარალი გადაფასებიდან

ზარალის ანგარიში, აუცილებელი ველია. სისტემა ავტომატურად ავსებს პარამეტრების გვერდიდან ანგარიშები .

დამრგვალების ხარისხი

ექვივალნეტი თანხის დამრგვალების ხარისხი.

წინა დღის კურსის გამოყენება

თუ მონიშნულია, ოპერაციის შესრულებისას საფუძვლად მიიღება დოკუმენტის თარიღის წინა დღის მოქმედი კურსი.

 

დოკუმენტში გატარებების ფორმულირებისთვის გათვალისიწნებულია შემდეგი ღილაკები.

გამოსახულება

დანიშნულება

add16Fone

მოცემული დოკუმენტისთვის აუცილებელი ახალი გატარების დამატება.

copy16

გატარებების სიაში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

გატარებებიდან მიმდინარე სტრიქონის ამოშლა.:

Trash_icon_deleteAll

ყველა გატარების სტრიქონის წაშლა. ყველა გატარების წაშლის შემდეგ აქტიურდება გატარებების გენერირების ღილაკი wand-icon .

wand-icon

გატარებების გენერირების ღილაკი მისაწვდომია, მაშინ როდესაც არცერთი გატარების სტრიქონი არ არის შევსებული. გატარების ერთი სტრიქონის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ღილაკის ნაცვლად გამოდის გატარებების რედაქტირების რეჟიმი (ნებადართული - აკრძალული) ღილაკი. გატარების გენერირების შემდეგ მისი რედაქტირებისთვის საჭიროა გატარებების რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.  

 

დოკუმენტის ჩაწერა ხდება შენახვა , შენახვა და დახურვა , შენახვა და ახალი  ღილაკებზე დაჭერით, იმ განსხვავებით, რომ შენახვა და დახურვა ღილაკზე დაჭერისას ფანჯარა იხურება, ხოლო შენახვა და ახალი ღილაკზე დაჭერით მომდევნო დოკუმენტის შევსება და შენახვაა შესაძლებელი. მონახაზი  ღილაკის მეშვეობით დოკუმენტი შეინახება მონახაზ მდგომარეობაში, ე.ი. ის არ იქნება ასახული სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. ეს ემსახურება მხოლოდ დოკუმენტის ველებში შეყვანილი ინფორმაციის შენახვას, მხოლოდ შემდგომში დოკუმენტის დამატებითი გადამოწმების შემდეგ ჩასაწერად.