AS-Accountant 6 სპეციალურად შექმნილია ბუღალტერიის ავტომატიზაციისთვის მცირე და საშუალო საწარმოებისათვის. ჩვენ ზედმიწევნით გვაქვს შერჩეული სისტემის ფუნქციურობა, ინსტრუმენტები, რომლებიც შეიცავს სამუშაოს გამარტივების საშუალებას და მხარდჭერის სისტემა განვითარებულია მრავალი დაკვირვების შედეგად. ამის შედეგი არის ის რომ AS-Accountant 6 უზრუნველყოფს ყველა საბუღალტრო მიმართულების ავტომატიზაციას. ამავე დროს დიდი რაოდენობით ზოგავს მუშახელს, დროს, ტექნოლოგიურ რესურსებს და ფულად აქტივებს. |
სისტემა AS-Accountant 6 ძირითადი უპირატესობები
საუკეთესო ფასი/ხარისხი-ს თანაფარდობა
თქვენ იხდით ტიპიური მარტივი საბუღალტრო სისტემის ფასს პროგრამა AS-Accountant 6-ში, სამაგიეროდ თქვენ იღებთ თანამედროვე და მძლავრ საბუღალტრო სისტემას, ფართო ფუნქციურობით, მრავალმხრივი ანგარიშგების შესაძლებლობით და საუკეთესო მხარდაჭერის სისტემით..
თანამედროვე, მომხიბლველი, კომფორტული სამუშაო გარემო
•სისტემის სამუშაო გარემო აგებულია ნაცნობ და მოხერხებულ MS-Office-ის სტილში. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს ადვილად დაიწყონ სისტემის მოხმარება და თავი აარიდონ ახალ სამუშაო გარემოზე მიჩვევით გამოწვეულ დროის ხარჯვას და დისკომფორტს.
•სისტემა მუშაობს Unicode-ით, რაც შესაძლებელს ხდის ნებისმიერი ენით შეყვანილ მონაცემებთან მუშაობას.
•დოკუმენტის შექმნისას მიმდინარე მრავალი შემოწმება უზრუნველყოფს მონაცემთა მთლიანობას და სიზუსტეს.
•სისტემას აქვს სხვადასხვა ფერების და შრიფტების თემები. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სისტემის მისთვის მაქსიმალურად მოხერხებული ხედის შერჩევა.
ინსტალაციის და გამოყენების სიმარტივე
სისტემის ინსტალაცია და მასთან შემდგომი მუშაობა ძალიან მარტივია და არ მოითხოვს კომპანიაში ტექნიკური სპეციალისტის არსებობას ან ბუღალტერთა სიღრმისეულ გადამზადებას. სისტემის ტექნიკური მოთხოვნები არ არის მაღალი, ე. ი. კომპანიას არ ესაჭიროება დამატებითი კომპიუტერული ტექნიკის ან პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა.
ძლიერი და მოქნილი ანგარიშგების სისტემა
•თქვენ შეგიძლიათ სისტემიდან ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, მონაცემთა გაფილტვრის, დაჯგუფების, ჯამების დამატების, სვეტების ამორჩევის ინსტრუმენტების გამოყენებით.
•Excel-თან კავშირი: ახალი შემუშავების შედეგად, Excel-ში ემატება ფორმულები, რომლებიც გაძლევთ საშუალებას სისტემა AS-Accountant 6-დან გადმოქაჩოთ მონაცემები. Excel-ის საანგარიშო და ანალიზური საშუალებების გამოყენებით შეგიძლიათ ნებისმიერი უწყისის მიღება.
•მრავალი ჩაშენებული უწყისი, მათ შორის ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური და საგადასახადო უწყისები.
ნაკლები ხელით შესასრულებელი სამუშაო
თქვენთვის მაქსიმალური კომფორტის და დროის დაზოგვის უზრუნველსაყოფად, სისტემა AS-Accountant 6 არის სხვა სისტემებთან ინტეგრირებული.
•TBC ბანკის ინტერნეტ ბანკინგის სისტემასთან ინტეგრაციით თავისუფლდებით ტრანზაქციების ხელით შევსებისგან და ზოგავთ დროს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა სისტემა AS-Accountant 6- დან ბანკის ტრანზაქციები დააექსპორტოთ TBC ბანკის ინტერნეტ ბანკინგის სისტემაში და ასევე განახორციელოთ მონაცემების იმპორტი ინტერნეტ ბანკიდან.
•ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების ხელით შევსების საჭიროება აღარ არსებობს RS.GE-ზე. უბრალოდ ატვირთეთ იგი სისტემა AS-Accountant 6-დან შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.
სისტემის ყოველმხრივი მხარდაჭერა
კლიენტებთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას კლიენტთა მომსახურების ეფექტური სისტემა შევიმუშაოთ და ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ თითოეული კლიენტი ღებულობს ამ მხარდაჭერით მაქსიმალურ კომფორტს.
•მონაწილეობა მიიღეთ ტექნიკურად აღჭურვილ AS სასაწავლო ცენტრში ორგანიზებულ ტრეინინგებში.
•დაუსვით თქვენი კითხვები AS სატელეფონო ცენტრის ლიცენზირებულ სპეციალისტს
•დისტანციური დახმარება ინტერნეტის საშუალებით, პირდაპირი კავშირი კლიენტების კომპიუტერთან.
•ეწვიეთ AS კლიენტთა მომსახურების პორტალის ცოდნის ბაზას ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების მისაღებად. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სახელმძღვანელო და დამხმარე სტატიები.
მუდმივად განახლებადი სისტემა
AS- Accountant 6 სისტემის ვერსიების განახლება რეგულარულად ხდება. ახალ ვერსიებში არა მარტო შედის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები (ახალი უწყისების ვერსიები, გადასახადების გაანგარიშების ახალი სქემა და აშ.) არამედ ხდება სისტემის გაუმჯობესება; არის დამატებული ახალი შესაძლებლობები რათა გახადოს ბუღალტრების და ფინანსური განყოფილების სპეციალისტების საქმიანობა უფრო პროდუქტიული. ბოლო ვერსიის გადმოწერა და ინსტალაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით.
შეუზღუდავი რაოდენობით აღრიცხვების წარმოების საშუალება
AS-Accountant 6 სისტემაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობით ორგანიზაციების აღრიცხვის წარმოება, იმის მიუხედავად თქვენ იყენებთ სისტემის ქსელურ თუ ერთ მომხმარებლიან ვერსიას.
MS Word, MS Excel, Open Office პროგრამებთან კავშირი
MS Word, MS Excel, Open Office პროგრამებთან კავშირი.
მონაცემთა სწრაფი შეყვანის ახალი საშუალებები
სისტემაში დამატებული მონაცემთა ექსპორტირების და იმპორტირების ახალი ინსტრუმენტები გაძლევთ საშუალებას არსებითად დაზოგოთ დრო მონაცემების შეყვანაზე.
MS Excel-დან მონაცემების და დოკუმენტების იმპორტი.
მთელი ინფორმაციის ექსპორტი და იმპორტი XML ფაილების მეშვეობით.
თანხის დაბრუნების გარანტია
თუ თქვენ არ ხართ კმაყოფილი სისტემა AS-Accountant 6-ის მუშაობით, შეგიძლიათ დააბრუნოთ იგი შეძენიდან ექვსი თვის განმავლობაში და დაიბრუნოთ მასში გადახდილი თანხა მთლიანად. ყოველგვარი კითხვების გარეშე!