ლენტის ჩანართები

ექსპლორერი:  სამუშაო გარემო > ლენტი >

ლენტის ჩანართები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ლენტის ჩანართებში მოთავსებულია მუშაობის პერიოდში გამოყენებადი ბრძანებები. არის ხუთი ჩანართი:

მთავარი - განკუთვნილია ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი ბრძანებებისთვის. შედგება ექვსი ჯგუფისგან:- ჩანაწერები, მონაცემები, ბეჭდვა, დოკუმენტები, ინსტრუმენტები და ფანჯრები.

UI.Menus1

 

ფავორიტები - განკუთვნილია ხშირად გამოყენებადი დირექტორიების, დოკუმენტების, ჟურნალების და უწყისების ერთ ადგილას შეჯამებული სახით შესანახად.

UI.Menus2

 

მონაცემები - წარმოდგენილია ძებნის, ფილტრის, დაჯგუფების და სხვა ბრძანებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაქსიმალურად მოქნილ და მოხერხებულ სამუშაო გარემოს. ბრძანებები განცალკევებულნი არიან ჯგუფებში ხედი, გაფილტვრა, დაჯგუფება.

 

UI.Menus3

 

ექსპორტი - განლაგებული ბრძანებებით ხორციელდება მონაცემების ექსპორტი Word, Excel, XML ფორმატებით.

 

UI.Menus4

 

დახმარება - ბრძანებები განცალკევებულია ორ ჯგუფად აპრიკოტ სოფთვეარ ონლაინ და დახმარება:

 

UI.Menus5