მთავარი ფანჯარა

ექსპლორერი:  სამუშაო გარემო >

მთავარი ფანჯარა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სისტემა AS-Accountant 6-ის მთავარი ფანჯარა

 

ქვემოთ აღწერილია სისტემის მთავარი ფანჯრის განყოფილებები

ლენტი - ლენტი შეიცავს ღილაკებს და ჩანართებს, რომლებიც გვაძლევს საშუალებას შევასრულოთ სისტემის სხვადასხვა ბრძანებები. თუ თქვენ იყენებთ Office 2010, მაშინ თქვენ გქონიათ შეხება ლენტთან, რადგანაც იგი Office-ის პროგრამებში გამოიყენება.

ლენტის ღილაკები და ჩანართები დინამიურად განახლებადია, იმისდა მიხედვით, თუ მომხმარებელი სისტემის რომელ განყოფილებაში იმყოფება და რა ოპერაციას ასრულებს.

 

ექსპლორერი - ექსპლორერი წარმოადგენს მთავარი ფანჯრის ერთ-ერთ ძირითად განყოფილებას  და უზრუნველყოფს სისტემის ყველა კომპონენტის უშუალო წვდომას. ამ ნაწილში ასახულია მიმდინარე ქვესისტემის შესახებ დოკუმენტები, ოპერაციები, უწყისები და დირექტორიები, სისტემაში შესვლისას იგი აისახება მარცხენა მხარეს. ექსპლორერი შეიძლება იყოს ავტოდამალვადი, მთავარი ფანჯრის სხვადასხვა ნაწილებზე მიბმული ან გათიშული და ცალკე ფანჯრად გახსნილი.

 

ქვესისტემები - AS-Trade 7 სისტემაში შესული ფუნქციურობა განაწილებულია შემდეგ ქვესისტემებს შორისშესყიდვები, გაყიდვები, საწყობი, სალარო/ბანკი, ანალიტიკური უწყისები, ადმინისტრატორის ინსტრუმენტებითითოეული ქვესისტემა შეიცავს შესაბამისი აღრიცხვის თაობაზე დოკუმენტებს, ოპერაციებს, უწყისებს და დირექტორიებს. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ნებისმიერ ქვესისტემაში შესაბამის ბრძანებაზე  დაწკაპუნებით მონაკვეთში ქვესისტემები. ერთდროულად მხოლოდ ერთ ქვესისტემაშია შესაძლებელი მუშაობა. თითოეული ქვესისტემის ბრძანებას აქვს მისი გამოსახულება, რომელიც აღწერს ქვესისტემის დანიშნულებას. სისტემაში შესვლისას აისახება ის ქვესისტემა, რომელიც აქტიური იყო სისტემიდან გამოსვლისას.

 

მონაცემები - AS-Trade 7 სისტემა, იძლევა საშუალებას დიდი რაოდენობით მონაცემების შეგროვების, და უზრუნველყოფს ინსტრუმენტებით, რომელთა მეშვეობითაც მარტივად შეიძლება ძებნა, საჭირო მონაცემების  გაფილტვრა და დაჯგუფება. ამ განყოფილებაში ასახულია ფანჯრები, რომლებიც შეიცავენ ბუღალტრული და ტექნიკური ხასიათის ინფორმაციას. მონაცემების ასახვა შესაძლებელია ცხრილების,  ჩამონათვალების და დიაგრამების სახით. ერთდოულად შესაძლებელია ერთზე მეტი ფანჯრის გახსნა და დემონსტრაცია. ღია ფანჯრების პანელიდან შესაძლებელია საჭირო ფანჯრის გააქტიურება.

 

სტატუსის პანელი - მთავარი ფანჯრის ქვედა ნაწილში სტატუსის პანელზე, ასახულია შემდეგი ინფორმაცია:- აღრიცხვადი ორგანიზაციის დასახელება და მომხმარებელი, სამუშაო პერიოდი, მონაცემების ნაწილში აქტიური ფანჯრა, ცხრილის მიმდინარე სტრიქონის ნომერი, ყველა და მონიშნული სტრიქონების რაოდენობები.