საბეჭდი ფორმის PDF ფორმატში ექსპორტირებისას შეგიძლიათ შემდეგი პარამეტერბის მართვა.
ველი |
დანიშნულება |
Page range |
საექსპორტო გვერდების მონიშვნა. გვერდების ნომრები იყოფა მძიმეებით (მაგ. 1,2,3), შუალედი იწერება ტირეთი (მაგ. 3-5). |
Don't embed these fonts |
შრიფტის მითითება, რომელიც არ დაერთვება ექსპორტირებულ ფაილს და შეამცირებს ზომას. შრიფტები ერთმანეთისგან გამოიყოფა წერტილ-მძიმეთი. |
Convert Images to Jpeg |
მონიშნეთ, თუ გსურთ გამოსახულებების Jpeg ფორმატით ექსპორტირება. |
Images quality |
ექსპორტირებული გამოსახულების ხარისხის შერჩევა. |
Compressed |
მოინიშნება , როდესაც მონაცმეთა შეკუმშვა არის საჭირო. |
Show print dialog on open |
მონიშნეთ, როდესაც გსურთ ექსპორტის დასრულების შემდეგ გაიხსნას ბეჭდვის დიალოგური ფანჯარა. |
Password Security Options |
ამ განყოფილებაში უსაფრთხოების პარამეტრების მართვა ხდება. მაგალითად შეიძლება ფაილის გახსნის, რედაქტირების, ბეჭდვის, ტექსტის კოპირების და სხვა პაროლით დაცვა. |
Digital Signature |
ელექტრონული ხელმოწერის პარამეტრების მართვა. |
Additional Options |
დამატებითი ინფორმაციის მითითება' ავტორი, საძიებო სიტყვები, საგანი და სათაური. |