წყლის ნიშანი
წყლის ნიშნის დამატებისთვის ან რედაქტირებისთვის საჭიროა ინსტრუმენტების პანელზე მდებარე Watermark ღილაკზე დაჭერა ან Background სიიდან Watermark... ბრძანების არჩევა.
გაიხსნება Watermark დიალოგური ფანჯარა.
წყლის ნიშანი ტექსტის დასამატებლად გახსენით გვერდი Text Watermark.შეიყვანეთ ტექსტი და მართეთ ტექსტის შემდეგი პარამეტრები: მიმართულება, ფერი, შრიფტი, ზომა და გამჭვირვალეობა.
წყლის ნიშანი გამოსახულების დასამატებლად გახსენით გვერდი Picture Watermark. დააჭირეთ ღილაკს Load image... და აირჩიეთ გამოსახულება. მართეთ გამოსახულების შემდეგი პარამეტრები ზომა, პოზიცია და გამჭვირვალეობა.
Page range ველში მონიშნეთ გვერდები, რომელთა ფონშიც გსურთ წყლის ნიშნის დემოსნტრირება. გვერდების ნომრები დაყავით მძიმეებით (მაგალითად 1,2,3), დიაპაზონი მონიშნეთ ტირეთი (მაგ. 1-3).
წყლის ნიშნის წაშლა
წყლის ნიშნის წასაშლელად გახსენით დიალოგური ფანჯარა Watermark და დააჭირეთ ღილაკს Clear All. ცვლილების შესანახად და ფანჯრის დასახურად დააჭირეთ Ok.
ფონის ფერი
ფონის ფერის შერჩევისთვის საჭიროა ინსტრუმენტების პანელზე მდებარე ღილაკზე Color დაწკაპუნება ან Background სიიდან აირჩიეთ ბრძანება Color... .
გაიხსნება Color დიალოგური ფანჯარა. Custom, Web ან System გვერდიდან აირჩიეთ შესაბამისი ფერი.