შესაძლებელია უწყისის შექმნა სვეტების მდგომარეობის, დაჯგუფების, ფილტრაციის და ამორჩეული სვეტების შენახვის საშუალებით. უწყისის აწყობის შემდეგ მის შესანახად აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები.
•ლენტის მონაცემების ჩანართში ხედის განყოფილებიდან ავირჩიოთ ბრძანება შენახვა.
•შევავსოთ უწყისის აწყობის დასახელება.
•დავაჭიროთ ღილაკს Ok:
უკვე შენახული უწყისის აწყობის ასარჩევად:
• ლენტის მონაცემების ჩანართში ხედის განყოფილებიდან ავირჩიოთ ბრძანება ჩატვირთვა.
•ან სწრაფი წვდომის პანელიდან დავაჭიროთ ბრძანებას ჩატვირთვა.
•გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში ავირჩიოთ შენახული აწყობა.
•დავაჭიროთ ღილაკს Ok.
უწყისის პირვანდელი ფორმის დასაბრუნებლად აუცილებელია სწრაფი წვდომის ცენტრიდან ან ლენტის მონაცემების ჩანართში ხედის განყოფილებიდან ავირჩიოთ ბრძანება წინასწარგანსაზღვრული აწყობა.
ადრე შენახული უწყისის აწყობის რედაქტირება შესაძლებელია ლენტის მონაცემების ჩანართში ხედის განყოფილებიდან ბრძანების რედაქტირება საშუალებით.