მუშაობა სიმბოლური ტიპის ველებთან

ექსპლორერი:  სამუშაო გარემო > ინფორმაციის შეყვანის ველები >

მუშაობა სიმბოლური ტიპის ველებთან

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ფარული ტექსტის გახსნა/დახურვა

სიმბოლური ტიპის ველებში ტექსტის შეყვანა, შესაძლებელია კლავიატურიდან, ან საოპერაციო სისტემის ბუფერიდან (windows clipboard - მეხსიერების გარემოა, რომელიც გამოიყენება მონაცემების დროებითი შენახვისთვის.) მისი კოპირებით.

შესაძლებელია, ტექსტის რედაქტირების ყველა სტანდარტული საშუალებების გამოყენება. ველში მარჯვენა დაწკაპუნებით იხსნება კონტექსტური მენიუ:

UI.DataEditors.Text

ტექსტის მოსანიშნად შეიძლება კლავიატურის შემდეგი კომბინაციების გამოყენება

CTRL+A მთელი ტექსტის მონიშვნა

SHIFT+ისარი მარჯვნივ ან SHIFT+ისარი მარცხნივ მონიშვნის დამატება ან დაკლება ერთი სიმბოლოთი.

CTRL+SHIFT+ ისარი მარჯვნივ ან ისარი მარცხნივ მონიშვნის დამატება ან დაკლება ერთი სიტყვით.

ტექსტის ბუფერში კოპირებისთვის გამოიყენება შემდეგი ღილაკების კომბინაცია CTRL+C ან CTRL+INSERT ან კონტექსტური მენიუდან Copy ბრძანება.

ბუფერიდან ტექსტის კოპირებისთვის გამოიყენება შემდეგი ღილაკების კომბინაციები ` CTRL+V ან SHIFT+INSERT ან კონტექსტური ჩამონათვალიდან Paste.

ტექსტის მოსაჭრელად გამოიყენება შემდეგი ღილაკების კომბინაციები CTRL+X ან SHIFT+DELETE ან კონტექსტური ჩამონათვალიდან Cut ბრძანება.

ტექსტის წასაშლელად გამოიყენება ღილაკები DELETE ან BACKSPACE.

ბოლო რედაქტირების ოპერაციის დასაბრუნებლად გამოიყენება CTRL+Z ღილაკების კონბინაცია.

დაბრუნების აღსადგენად გამოიყენება CTRL+Y ღილაკების კომბინაცია.