ბონუსების ბრუნვა

ექსპლორერი:  შესყიდვები > უწყისები > ბონუსების უწყისები >

ბონუსების ბრუნვა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისში აისახება პარტნიორების ბონუსების ნაშთები აღნიშნული პერიოდის დასაწყისში და ბოლოსთვის, ისევე როგორც ამ პერიოდში ბონუსის ნაშთის ცვლილება (მატება ან კლება).
ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა პარტნიორების ბონუსების ნაშთები აღნიშნული პერიოდის დასაწყისისთვის და ბოლოსთვის, ისევე როგორც ამ პერიოდში დავალიანების ცვლილება (მატება ან კლება).

ჯგუფი

პარტნიორის ჯგუფის მითითება. შევსების შემთხვევაში უწყისში შევა მხოლოდ ამ ჯგუფის კუთვნილი პარტნიორების ბონუსების ბრუნვა, წინააღმდეგ შემტხვევაში ყველა პარტნიორის.

პარტნიორი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისი აიგება მხოლოდ მოცემული პარტნიორის ბონუსებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა პარტნიორის ბონუსებისთვის. თუ ველი ჯგუფის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ პარტნიორების შერჩევის სიიდან შეიძლება მხოლოდ ამ ჯგუფში შემავალი მომწოდებლის შერჩევა.

ხელშეკრულება

ველი შევსება შეიძლება, როდესაც მითითებულია პარტნიორი. შევსების შემთხვევაში უწყისში ჩანს მხოლოდ მოცემული ხელშეკრულებით არსებული ბონუსების ნაშთები, წინააღმდეგ შემთხვევაში ბონუსების ნაშთი ყველა ხელშეკრულებით.

ხელშეკრულებების მიხედვით გახსნილი

თუ მონიშნულია ალამი, უწყისში სხვადასხვა ხელშეკრულებით ბონუსების ნაშთები ჩანს ცალკე სტრიქონებით.

უწყისში ბონუსების ბრუნვის ჟურნალი ჩანს პარტნიორის საწყისი ნაშთი, ბრუნვა და საბოლოო ნაშთი.
უწყისის მიმდინარე ან მონიშნული სტრიქონის კონტექსტური მენიუდან შეიძლება ბონუსის ბარათის გამოძახება.