პარტნიორის დავალიანების გადახედვა (ჯგუფური)

ექსპლორერი:  შესყიდვები > დოკუმენტები > დამხმარე დოკუმენტები >

პარტნიორის დავალიანების გადახედვა (ჯგუფური)

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი პარტნიორის დავალიანების გადახედვა (ჯგუფური) გათვალისწინებულია პარტნიორის დავალიანების თანხის შეცვლისთვის.

დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე:

 

Purchases_Documents_SupportingDocuments_PartnerdebtrevisionGroup

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

პარტნიორის დავალიანების გადახედვის (ჯგუფური) შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

პარტნიორის დავალიანების გადახედვის რიგითი ნომერი. ისი გამოტანა შეგიძლიათ CTRL+M ღილაკების კომბინაციის აკრეფით ან ველზე მიბმული ღილაკით paytik.

ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

ვალუტა

ველში ივსება ვალუტა, რომელში არსებული დავალიანების გადახედვაც უნდა მოხდეს. ერთდროულად შესაძლებელია პარტნიორების დავალიანების გადახედვა მხოლოდ ერთ ვალუტაში.

ვალუტის კურსი

აღნიშნული ვალუტის ექვივალენტი ლარში. სისტემა ავტომატურად ავსებს დირექტორიებში ვალუტების კურსები მოცემული ვალუტისთვის ბოლოს დაფიქსირებულ კურსს.  აქ იძებნება ისეთი სტრიქონი, რომლის თარიღი ემთხვევა დოკუმენტში შევსებულ თარიღს. ასეთი სტრიქონის არ არსებობის შემთხვევაში ამოირჩევა ყველაზე ახლოს  თარიღით სტრიქონი. შეიძლება აგრეთვე მისი რედაქტირება. თუ ვალუტა ეროვნული ფულია, მაშინ ველებში კურსი და თვის იწერება ერთი და იგივე.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. შეუძლია მნიშვნელობის მიღება დირექტორიიდან გამონათქვამები .

 

ჩამონათვალში ივსება ინფორმაცია პარტნიორების შესახებ. იგი შედგება შემდეგი სვეტებისგან:

სვეტი

დანიშნულება

პარტნიორის კოდი

ივსება იმ პარტნიორის კოდი, რომლის დავალიანების გადახედვაც უნდა მოხდეს.

დასახელება

ივსება პარტნიორის დასახელება, რომლის დავალიანების გადახედვაც უნდა მოხდეს.

ხელშეკრულება

პარტნიორთან არსებული ხელშეკრულებებიდან რომელიმე ერთის კოდია. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ძირითად ხელშეკრულებას. ამასთან ჩანს პარტნიორის მხოლოდ ის ხელშეკრულებები, რომლებიც არჩეულ ვალუტრაშია.

თანხა (+/-)

აღინიშნება, თუ რამდენით ხდება პარტნიორის დავალიანების ცვლილება. თუ ამ ველის მნიშვნელობა დადებითია, მაშინ დავალიანება იზრდება, თუ უარყოფითი დავალიანება კლებულობს.

 

ჩამონათვალის შევსებითვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა