მონაცემთა იმპორტი

ექსპლორერი:  გაყიდვების წერტილი (POS) > ოპერაციები >

მონაცემთა იმპორტი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

 

სისტემას აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს მაღაზიებს ავტონომიურ რეჟიმში (ოფლაინში) მუშაობა, ანუ გაყიდვების წერტილიდან შეიძლება მოხდეს კლიენტის მომსახურება ცენტრალურ ოფისთან კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში. ცენტრალურ ნაწილში ხდება გასაყიდი საქონლის სიის, მომწოდებლისგან შესყიდვის, ფასების შეყვანისა და ფასდაკლებების სისტემის მართვა. ხოლო გაყიდვების წერტილში კეთდება მხოლოდ გაყიდვების პროცესი. ცენტრალურ ოფისსა და გაყიდვების წერტილს შორის გაცვლის პროცესი გულისხმობს იმას, რომ მონაცემებთან მუშაობა მკაცრად დაყოფილია და თითოეულმა ნაწილმა უნდა აკეთოს მხოლოდ მისთვის განკუთვნილი საქმიანობა.

გაყიდვების წერტილის რამოდენიმე დირექტორიის სინქრონიზაციისთვის ცენტრალურ ოფისთან არის სპეციალური ბრძანება მონაცემთა იმპორტი. ამ ოპერაციის დახმარებით გაყიდვების წერტილში ხდება დირექტორიების დამატება, რედაქტირება, წაშლა იმისთვის, რომ მოხდეს ცენტრალურ ოფისთან სინქრონიზაცია.

იმპორტირებული დირექტორიების სია:

საქონლისა და მომსახურებების ჯგუფები;

საქონელი და მომსახურებები;

შტრიხ კოდები;

საქონლისა და მომსახურების საზომი ერთეულები;

გასაყიდი ფასები;

პარტნიორთა ჯგუფები;

პარტნიორები;

პარტნიორთა ხელშეკრულებები.