AS-MarketPlace 6 სისტემაში ცხრილი გამოიყენება მონაცემთა ჩანაწერების დემონსტრაციისთვის. ჩამონათვალისგან განსხვავებით, ცხრილს არ აქვს სვეტები. აქედან გამომდინარე სტრიქონები შეიძლება შეიცავდნენ სხვა და სხვა სიგანის მართკუთხედ უჯრედებს (გაერთიანებულ უჯრედებს).
სისტემასთან მუშაობისას მომხმარებელი ხშირად შეხვდება ცხრილებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი გამოყენების ყველა საშუალების კარგად შესწავლა.
უწყისების დიდ ნაწილში მონაცემების დემონსტრაცია ხდება ცხრილებში.
მაგალითის სახით განვიხილოთ საქონლის ბარათი, რომლის თითოეული სტრიქონი საქონლის მოძრაობასთან (ან თვითღირებულების შეცვლასთან) დაკავშირებული დოკუმენტია.
ცხრილს შესაძლოა ჰქონდეს სათაური და ქვედა კოლონტიტული. სტრიქონების დემონსტრაციისას ეს განყოფილებები ყოველთვის ჩანს და რჩებიან უცვლელები.
ცხრილის მიმდინარე სტრიქონის ნომერი, ყველა და მონიშნული სტრიქონების რაოდენობა ასახულია მთავარი ფანჯრის ქვემოთ მდებარე, სტატუსის პანელის მარცხენა ნაწილში. მიმდინარე სტრიქონი განსხვავდება ფერით და მარცხენა მხრიდან გამოსახული ისრით.
მომხმარებელს ცხრილზე შეუძლია შეასრულოს შემდეგი ოპერაციები.
• | საჭირო ტექსტის მოძებნა, |
• | სტრიქონების მონიშვნა, |
• | ცხრილის მონაცემების განახლება, |
• | მონიშნული უჯრედების ჯამების ჩვენება, |
• | ცხრილის საბეჭდი ფორმის ნახვა და ბეჭდვის პარამეტრების შეცვლა, |
• | ექსპორტირება Excel XLS ან XLSX ფორმატში |