ეს პანელი მომხმარებელს აძლევს საშუალებას ადვილად შეასრულოს სხვადასხვა ოპერაციები გახსნილ ფანჯრებზე, კერძოდ: გააქტიუროს საჭირო ფანჯარა, დახუროს ან შეცვალოს ფანჯრის პოზიცია, გათიშოს (გახადოს „მოტივტივე“) ან მიამაგროს პანელზე.
ფანჯრის სათაურზე მარჯვენა დაწკაპუნებით იხსნება ბრძანებათა ჩამონათვალი.
ფანჯრის ამორჩევა
ფანჯრის ამორჩევისთვის, მისი მიმდინარედ გადაკეთებით, უნდა შეასრულოთ შემდგომი პუნქტებიდან ერთ-ერთი
• | დააწკაპუნეთ სათაურზე. თუ გახსნილი ფანჯრების სათაურები არ ეტევა პანელში, მაშინ მარჯვენა კუთხეში გამოსახული გაწევის ღილაკებით (![]() ![]() |
• | აირჩიეთ იგი ღია ფანჯრების ჩამონათვალიდან. ამ ჩამონათვალის გახსნა შეიძლება პანელის მარჯვენა კუთხეში მდებარე ქვევით მიმართულ ისარზე დაჭერით(![]() |
• | CTRL+TAB- ით გახსნათ, გახსნილი ფანჯრების გადამრთველი. ფანჯრის ასარჩევად უნდა გამოიყენოთ TAB ან ისრიანი ღილაკები და არჩევის შემდეგ ხელი აუშვათ CTRL ღილაკს. არჩევის პერიოდში მარჯვენა მხარეს ჩნდება ფანჯრების წინასწარი გამოსახულებები. |
• | გახსნილი ფანჯრის შემდეგ ფანჯარაზე გადასვლა შესაძლებელია ღილაკების კომბინაციით Ctrl + F6, ხოლო წინა ფანაჯარაზე Ctrl +Shift + F6. |
ფანჯრის დახურვა
ფანჯრის დასახურად, უნდა დააწკაპუნოთ, სათაურის მარჯვნივ მდებარე ჯვარზე (CTRL+F4) ან მარჯვენა დაწკაპუნებით გახსნილ ჩამონათვალში შეასრულოთ ბრძანება Close.
ჩამონათვალის ბრძანებით Close all but this დაიხურება ყველა გახსნილი ფანჯარა, გარდა მიმდინარისა.
ყველა ფანჯრის დახურვა შეიძლება Shift + F4-ით.
ფანჯრის გადაადგილება
ფანჯრის გადაადგილებისთის უნდა დააწკაპუნოთ სათაურზე, გადმოქაჩოთ და ახალ ადგილზე დადოთ.
ფანჯრის პანელიდან გათიშვა („მოტივტივედ“ გადაკეთება)
ფანჯრის პანელიდან გათიშვისთვის უნდა შეასრულოთ შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთი.
• | სათაურზე ორმაგად დააწკაპუნეთ. |
• | დააწკაპუნეთ სათაურზე, გადმოქაჩეთ და დადეთ იგი პანელს გარეთ ახალ ადგილას. |
• | ფანჯრის სათაურზე მარჯვენა დაწკაპუნებით გახსნილ ჩამონათვალში შეასრულეთ ბრძანება Float. |
ფანჯრის დამაგრება პანელზე
პანელზე ფანჯრის მიმაგრებისთვის უნდა შეასრულოთ შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთი
• | დააწკაპუნეთ სათაურზე, გადმოქაჩეთ იგი და დადეთ პანელზე. |
• | ფანჯრის სათაურზე მარჯვენა დაწკაპუნებით გახსნილ ჩამონათვალში შეასრულეთ ბრძანება Dock. |
• | დააწკაპუნეთ სათაურზე, გადმოქაჩეთ იგი და დადეთ გამოსულ შემდეგი გამოსახულების ცენტრში. |