პარამეტრები
პარამეტრების შეყვანა
ზოგიერთ ჩამონათვალში, გვეძლევა საშუალება ვმართოთ ინფორმაცია მართვა პარამეტრების მეშვეობით. ჩამონათვალის გამოტანამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც შეიყვანება პარამეტრების მნიშვნელობები.
მაგალითის სახით განვიხილოთ ყველა საბუთების ჟურნალი. დიალოგურ ფანჯარაში ნებადართულია პერიოდის, დოკუმენტების ტიპის და პარტნიორის შერჩევა. შერჩეულ მნიშვნელობებზე დამოკიდებულად ჩამონათვალში შევა შესაბამისი დოკუმენტები.
ჩამონათვალის პარამეტრების რედაქტირებისთვის საჭიროა დააჭიროთ ლენტის მთავარი ჩანართის, მონაცემები ჯგუფის, პარამეტრების შეცვლა ღილაკს, ან CTRL+G ღილაკების კომბინაციას.
დიალოგურ ფანჯარაში პარამეტრების შეცვლის დადასტურებისთვის დააჭირეთ OK ღილაკს.
პარამეტრების გამოტანა
პარამეტრების გამოტანისთის საჭიროა დააჭიროთ ლენტის მონაცემები ჩანართის, ხედი ჯგუფის, ღილაკს პარამეტრების ნახვა .
ღილაკზე დაჭერისას ფანჯრის ქვედა მხარეს, აისახება პარამეტრების განყოფილება.
განყოფილების დახურვისთვის, კვლავ დააჭირეთ ღილაკს პარამეტრების ნახვა ან ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ჯვარს.
პარამეტრების ბეჭდვის კონფიგურაცია
ჩამონათვალის ბეჭდვის ფორმაში პარამეტრების შესატანად საჭიროა ლენტის მთავარი ჩანართის ჯგუფის ბეჭდვა ღილაკზე ბეჭდვის პარამეტრები დაჭერა და ყოველთვის ამოიბეჭდოს ან ამოიბეჭდოს თუ ხილვადია პარამეტრებიდან ერთის ამორჩევა.
ყოველთვის ამოიბეჭდოს პუნქტის მონიშვნით, პარამეტრები შევა საბეჭდ ფორმაში, ჩამონათვალში მათი ასახვისგან დამოუკიდებლად.
ამოიბეჭდოს თუ ხილვადია პუნქტის მონიშვნით, პარამეტრების შევა საბეჭდ ფორმაში, როდესაც ჩამონათვალში ასახული იქნება პარამეტრები.
საბეჭდ ფორმაში პარამეტრები ასახულია ჩამონათვალამდე ზედა მხარეს.