ოპერაციის RS.GE-დან ა/ფ-ს დათვალიერება საშუალებით ხდება შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდიდან ანგარიშ-ფაქტურების დათვალიერება. ბრძანების არჩევის შემდეგ გამოდის სისტემა RS.GE-ში შესვლის ფანჯარა, სადაც უნდა შეიყვანოთ მომხმარებელი და პაროლი. წარმატებული ავტორიზაციის შემთხვევაში გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელიც შედგება შემდეგი ველისგან:
ველი |
დანიშნულება |
პერიოდი |
აუცილებელი თარიღის ტიპის ველთა წყვილია. სისტემაში შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან მოხდება მხოლოდ იმ ანგარიშ-ფაქტურების იმპორტი, რომელიც მოცემულ პერიოდში შევა. |
ოპერაციის RS.GE-დან ა/ფ-ს დათვალიერება კონტექსტური მენიუდან შეგიძლიათ აირჩიოთ ბრძანება შესაბამისი საბუთის გახსნა. გაიხსნება შესაბამისი დოკუმენტი გაყიდვები, თუ ის სისტემაში არსებობს.