სისტემის ყველა საბუთის საბეჭდი შაბლონი ინახება ადმინისტრატორის ინსტრუმენტების ამობეჭდვის შაბლონებში. ყველა საბუთის ტიპს აქვს მინიმუმ ერთი საბეჭდი შაბლონი. მომხმარებელს შეუძლია სხვა შაბლონის დამატება.
შაბლონის დამატებისას ხდება შემდეგი ველების შევსება,
ველი |
დანიშნულება |
კოდი |
შაბლონის კოდი. აუცილებლად შესავსები ველია. |
დასახელება |
შაბლონის დასახელება. აუცილებლად შესავსები ველია. |
საბუთის ტიპი |
საბუთის ტიპის არჩევა, რომლიც უნდა დაიბეჭდოს მოცემული შაბლონით. |
აქტიურია |
თუ მონიშნულია ეს ალამი მაშინ შაბლონის არჩევა შეგიძლიათ საბუთის ლენტიდან. |
ჩამონათვალიდან იხსნება კონტექსტური მენიუ, რომელიც შედგება შემდეგი ბრძანებებისგან:
• | დამატება ახალი შაბლონის დამატება |
• | რედაქტირება შაბლონის რედაქტირება. |
• | წაშლა შაბლონის წაშლა. |
• | ასლი მიმდინარე შაბლონის ასლის შექმნა, რომელიც შევსებულია მიმდინარე შაბლონის მონაცემებით. |
• | ფაილის იმპორტი. ახალი შაბლონის დამატების შემდეგ საჭიროა მისი ფაილის იმპორტირება. ამ ბრძანებით იხსნება იმპორტირებადი ფაილის არჩევის დიალოგური ფანჯარა სადაც უნდა აირჩიოთ საჭირო ფაილი და დააჭიროთ ღილაკს Open. |
• | ფაილის ექსპორტირება, ექსპორტირებადი ფაილის არჩევა დიალოგურ ფანჯარაში უნდა აირჩიოთ საქაღალდე, შეიყვანოთ ფაილის დასახელება და დააჭიროთ ღილაკს Save. შაბლონი repx ფორმატში ექსპორტირდება, შეიძლება მისი იმპორტი სხვა მონაცემთა ბაზაში. |
• | ფაილის საქაღალდის გახსნა. იხსნება საქაღალდე რომელშიც მდებაროებს ფაილი. |
• | საბეჭდი შაბლონის რედაქტირება. Report Designer-ის მეშვეობით ხდება საბეჭდი შაბლონის გარე ხედის რედაქტირება. კომპიუტერში მისი შენახვის შემდეგ შეიძლება ბრძანების ფაილის იმპორტირება მეშვეობით მისი მიბმა ამ შაბლონზე. |