სისტემა ყველა თქვენს მონაცემს ინახავს მონაცემთა ბაზაში (მბ). მონაცემთა ბაზების საქაღალდეში ჩანს სისტემისთვის ხელმისაწვდომი ყველა მბ-ები. საქაღალდის სტრიქონებზე იხსნება კონტექსტური მენიუ რომელიც შედგება შემდეგი ბრძნებებისგან: დამატება, რედაქტირება, წაშლა, ასლი, აღდგენა, სისტემური მონაცემები და ინდექსირება.
მბ-ის რედაქტირებისას შეიძლება მისი კომენტარის შეცვლა.
ბრძანების ასლი მეშვეობით შეიძლება მბ-ის ასლის შექმნა. ახალი ასლის სახელი არ უნდა დაემთხვას მონაცემთა ბაზებში უკვე არსებულს.
ბრძანებით აღდგენა შეიძლება ნებისმიერ მონაცემთა ბაზაზე კომპიუტერში, ქსელში ან გარე მატარებელში მდებარე სარეზევო ასლის აღდგენა. აღდგენის შემდეგ ამ ასლის მონაცემები გადაიწერება მონიშნულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო ბაზის მიმდინარე მონაცემები წაიშლება.
ბრძანება სისტემური მონაცემები გვაძლევს საშუალებას მივიღოთ სისტემური ინფორმაცია მონიშნულ მონაცემთა ბაზაზე. ესენია მონაცემთა ბაზის სახელი, MS SQL სერვერის მისამართი, მონაცემთა ბაზების და საეზერვო ასლების ფაილების მარშრუტები, ფაილის ზომა და ხელმისაწვდომი თავისუფალი ტერიტორია.
ბრძნება ინდექსირება გათვალისწინებულია მბ-ს მუშაობის ასაჩქარებლად, ზომის შესამცირებლად, არასწორი სიმბოლოების წასაშლელად და ფიზიკური სტრუქტურის აღსადგენად.
მბ-ის არჩევა ხდება ფანჯარაში მონაცემთა ბაზის არჩევა. მოცემული მუშაობის პერიოდში ჩაწერილი ან შესრულებული ყველა ოპერაცია ინახება ამ მბ-ში. სხვადასხვა მბ-ში მუშაობა გვაძლევს რამოდენიმე კომპანიის ბუღალტერიის წარმოების საშუალებას.