გვერდის კონფიგურაციის შეცვლა დიალოგური ფანჯრის მეშვეობით
ბეჭდვის პარამეტრების რედაქტირების ფანჯარის გახსნისთვის უნდა შეასრულოთ შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთი.
•დააწკაპუნეთ ინსტრუმენტთა პანელზე მდებარე ღილაკს Page Setup .
•სიიდან File აირჩიეთ ბრძანება Page Setup..
გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Page Setup .
ამ ფანჯარაში შემდეგი ოპერაციების შესრულება არის შესაძლებელი:
•გვერდის ორიენტაციის შეცვლა (სიგრძეზე-Portrait ან სიგანეზე-Landscape)
•გვერდის ზომის არჩევა,
•მინდვრების შეცვლა:
მინდვრების შეცვლა დიალოგური ფანჯრის მეშვეობით
გვერდის მინდვრის შეცვლა შეგიძლიათ შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთის მეშვეობით,
•პარამეტრების შეყვანის ფანჯარაში შეიყვანეთ ზედა, ქვედა, მარცხენა და მარჯვენა მინდვრის მნიშვნელობა,
•მაუსის მეშვეობით გამოწიეთ და გაუშვით მინდორი. ამ ოპერაციის შესრულებისთვის ისარი მიიყვანეთ მინდვრის წერტილებიან ხაზზე. როდესაც ისრის გამოსახულება გახდება მსგავსი, მინდორი გადაიტანეთ სხვა ადგილას.