განლაგება
ჩამონათვალის სტრიქონების დალაგებისთვის საჭიროა შესაბამისი სვეტის სათაურზე დაწკაპუნება. ორმაგი დაწკაპუნებით იცვლება განლაგება, რომელიც აღინიშნება სვეტის მარჯვენა ნაწილში. ისარი ზევით () ან ისარი ქვევით () ნიშნები აღნიშნავს განლაგების წესრიგს ზრდადობით და კლებადობით.
ერთდოულად რამოდენიმე სვეტის დალაგებისთვის საჭიროა :
•დავაჭიროთ და არ ავუშვათ ღილაკს SHIFT და დავაწკაპუნოთ შესაბამისი სვეტების სათაურებზე.
•შევასრულოთ მარჯვენა დაწკაპუნება შესაბამისი სვეტის სათაურზე და ავირჩიოთ ბრძანება ზრდადობის მიხედვით დალაგება/კლებადობის მიხედვით დალაგება.
დალაგების წასაშლელად საჭიროა
•დავაჭიროთ და არ ავუშვათ CTRL ღილაკს და დავაწკაპუნოთ დალაგებული სვეტის სათაურზე,
•შევასრულოთ მარჯვენა დაწკაპუნება დალაგებული სვეტის სათაურზე და ავირჩიოთ ბრძანება სორტირების წაშლა.
სრული დალაგების წასაშლელად დააჭირეთ ლენტის მთავარი ჩანართის მონაცემები განყოფილების ღილაკს სორტირების წაშლა.
შესაბამისი სვეტის ზრდადობის მიხედვით დალაგება/კლებადობის მიხედვით დალაგება ან სორტირების წაშლა შეიძლება აგრეთვე CTRL ღილაკზე და სვეტის რიგითი ნომრის ციფრულ ღილაკზე დაჭერით.