სტრიქონების მონიშვნა და განახლება

ექსპლორერი:  სამუშაო გარემო > ჩამონათვალი >

სტრიქონების მონიშვნა და განახლება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ჩამონათვალის სტრიქონების მონიშვნა

ჩამონათვალის სტრიქონების მოსანიშნად, შეასრულეთ შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთი

ჩართეთ მარცხენა მხარეს მდებარე ალამი.

დააჭირეთ Space ან Insert  ღილაკებს. სტრიქონი მოინიშნება და მომდევნო სტრიქონი გახდება მიმდინარე.

მონიშნული სტრიქონების ფერი იცვლება.

 

UI.Grid.SelectingRows

 

ჩამონათვალის სტრიქონების მონიშვნის მოსახსნელად, მოხსენით მონიშნული სტრიქონის, მარცხენა მხარეს მდებარე ალამი ან დააჭირეთ  Space ან Insert ღილაკებს.

ჩამონათვალის ყველა სტრიქონის მონიშვნისთვის უნდა დააჭიროთ პლიუს (+) ღილაკს, მონიშვნის მოსახსნელად მინუს (-) ღილაკს. სტრიქონების უკუმონიშვნა ხდება ვარკსვლავი (*) ღილაკით.

 

ჩამონათვალის სტრიქონების პირობის მიხედვით მონიშვნა და გადანიშვნა

 

როდესაც საჭიროა ცხრილში რაიმე პირობის მიხედვით სტრიქონების მონიშვნა, ამავდროულად არჩეული პირობების არადამაკამყოფილებელი დანარჩენი სტრიქონების ასახვით, გამოიყენება ბრძანება პირობის მიხედვით მონიშვნა. ამისათვის საჭიროა დააჭიროთ ლენტის ჩანართიდან მონაცემები, შერჩევის ჯგუფის ბრძანებას პირობის მიხედვით მონიშვნა ან CTRL+პლიუსის ნიშანი ღილაკების კომბინაცია.

 

UI.Grid.SelectingRows.Mark ribbon

 

ღილაკზე, პირობის მიხედვით მონიშვნა - დაჭერისას გამოდის რედაქტირების ფანჯარა

 

UI.Grid.SelectingRows.Parameyerslist

 

ველი

დანიშნულება

წინა მდგომარეობის შენარჩუნება

მონიშვნისას წარსულში მონიშნულებს დაემატება ახალი პირობის დამაკმაყოფილებელი სტრიქონები

შრიფტის ზომის იგნორირება

მონიშვნისას ტექსტურ სვეტებში შრიფტის ზონა იგნორირდება.

გასუფთავება

არჩეული პირობები წაიშლება.

სვეტი

აისახებს შესაბამისი ჟურნალის, უწყისის ან ცნობარის ყველა სვეტები.

ოპერაცია

სვეტში გახსნილი სარჩევიდან ივსება რედაქტირების პირობები.

მნიშვნელობა

არჩეულ რედაქტირების პირობის შესაბამისად ივსება მნიშვნელობა ან მნიშვნელობების დიაპაზონი.

 

საწინააღმდეგო ოპერაციის შესრულებისთვის საჭიროა იგივე ჯგუფის ღილაკზე პირობის მიხედვით მონიშვნის გაუქმება დაჭერა ან  CTRL - (მინუს) ღილაკების კომბინაციის აკრეფა.

ჩამონათვალის სტრიქონების განახლება

მუშაობის პერიოდში შესაძლოა ისეთი ვითარების წარმოშობა, როდესაც ჩამონათვალი შეიცავს ძველ მონაცემებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც თქვენ ერთი და იგივე ჩამონათვალზე მუშაობთ სხვადასხვა ფანჯრებში ან რამოდენიმე მომხმარებელი ახდენს ერთი და იგივე ჩამონათვალის რედაქტირებას.

ჩამონათვალის სტრიქონების განახლებისთვის, საჭიროა დააჭიროთ ლენტის მთავარი ჩანართის, მონაცემების ჯგუფის, განახლება UI.Grid.RefreshButton ღილაკს ან CTRL+R ღილაკების კომბინაციას.

UI.Grid.refresh

 

განახლებისას გამოდის ფანჯარა, რომელიც შეიცავს შესრულების მიმდინარეობის გამოსახულებას და შეწყვეტა ღილაკს. შეწყვეტა ღილაკზე დაწკაპუნებისას ჩამონათვალში არ შევა შედეგის ყველა სტრიქონი.

 
UI.Grid.RefreshProgressBar

 

note შენიშვნა

განახლების შედეგად არ იცვლება ჩამონათვალის სტრიქონების საწყისი განლაგება და ფილტრები.