მუშაობა ციფრული ტიპის ველებთან

ექსპლორერი:  სამუშაო გარემო > ინფორმაციის შეყვანის ველები >

მუშაობა ციფრული ტიპის ველებთან

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ფარული ტექსტის გახსნა/დახურვა

ციფრულ ველებში შეიძლება მხოლოდ დადებითი ან უარყოფითი ციფრების შეყვანა.

UI.DataEditors.Numeric.Positive

მნიშვნელობის რედაქტირება შეიძლება კლავიატურიდან, გაანგარიშება მიბმული კალკულატორით ან საოპერაციო სისტემის ბუფერიდან (windows clipboard - მეხსიერების გარემოა, რომელიც გამოიყენება მონაცემების დროებითი შენახვისთვის.) კოპირება.

უარყოფითი რიცხვები აისახება წითელი ფერით, ნიშანი ისმევა დასაწყისში.

UI.DataEditors.Numeric.Negative

რიცხვის წასაშლელად გამოიყენება DELETE, BACKSPACE ან ESC ღილაკები. ცარიელი გრაფის მნიშვნელობა ნულია (0).

რიცხვები აისახება ათასეულებად დაყოფილი.

'-' (მინუს ღილაკი) ღილაკით დადებითი რიცხვი უარყოფითად გადაკეთდება, ხოლო უარყოფითი დადებითად.

ისარი ზევით ზრდის, ხოლო ისარი ქვევით ამცირებს მნიშვნელობას.

რედაქტირებისას წილადურ ნაწილში შეიძლება გადასვლა '.' (წერტილი ღილაკი) ღილაკზე დაჭერით.

კალკულატორი

კალკულატორის გამოსატანად საჭიროა შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთის შესრულება

მარჯვენა ნაწილში მყოფ ისარი ქვევით ღილაკზე დაჭერა,

F4 ან PAGEDOWN ღილაკებზე დაჭერა,

CTRL+ ისარი ქვევით ღილაკების კომბინაციაზე დაჭერა.

კალკულატორით შესრულებული გამოთვლების შედეგები უშუალოდ აისახება ველში.

კალკულატორის დახურვისთვის საჭიროა შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთის შესრულება

მარჯვენა   ნაწილში მყოფი ისარი ქვევით ღილაკზე დაჭერა,

კალკულატორიდან მოშორებით დაწკაპუნება,

F4 ღილაკზე დაჭერა,

CTRL+ENTER ღილაკების კომბინაციების აკრეფა.

 

UI.DataEditors.Numeric.Calculator