დანართი

ექსპლორერი:  სამუშაო გარემო >

დანართი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტთან ან დირექტორიის ელემენტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის (მაგალითად: ტექ. პასპორტი, სქემა, გამოსახულება, ინსტრუქცია და ა.შ.) შესანახად შეგვიძლია გამოვიყენოთ ფაილის ან ბმულის დაკავშირება დანართის სახით.

მოცემული შესაძლებლობა გათვალისწინებულია:

დირექტორია თანამშრომლები: შრომის ხელშეკრულება, ბრძანება და სხვა.

დირექტორია პარტნიორიები: შესყიდვა/რეალიზაციის ხელშეკრულების მისაბმელად და სხვა.

დირექტორია ძირითადი საშუალებები: ტექ. დოკუმენტაცია, საგარანტიო ხელშეკრულება და სხვა.

დოკუმენტი რეალიზაცია: ხარჯთაღრიცხვა, მიღება/ჩაბარების აქტი და სხვა.

 

ფაილების დასართველად აუცილებელია:

ლენტის ჩანართში დანართი..., ან სწრაფი წვდომის პანელიდან ავირჩიოთ ბრძანება ფაილი.

 

 

UI.AttachFail

 

გამოსულ ფანჯარაში დავაჭიროთ ღილაკს დამატება add16Fone

შევარჩიოთ აუცილებელი ფაილი ღილაკის Open გამოყენებით

დაადასტურეთ ცვლილებელი ბრძანებით შენახვა და დახურვა

 

დართულ დოკუმენტებთან მუშაობისთვის გათვალისწინებულია შემდეგი ინსტრუმენტები:

 

ველი

მნიშვნელობა

add16Fone

ახალი ფაილის დამატება

Trash-icon16

დართული ფაილის წაშლა

UI.PrintPreview.DocumentButton

დართული ფაილის დათვალიერება (F5)

SaveAsAttached

დართული ფაილის შენახვა როგორც ახალი ფაილის

 

 

ბმულების დასართველად აუცილებელია:

ლენტის ჩანართში დანართი..., ან სწრაფი წვდომის პანელიდან ავირჩიოთ ბრძანება დანართი ბმულები.

 

 

UI.AttachLink

 

გამოსულ ფანჯარაში ღილაკის დამატება add16Fone გამოყენებით, მივუთითოთ ბმული.

 

UI.AttachLink2

 

დართული ბმულების ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:

ველი

აღწერა

აღწერა

ბმულის აღწერა

ბმული

ჩაიწერება ბმული, მასზე ორმაგი კლიკით იხსნება შესაბამისი ინფორმაცია

მომხმარებელი

ბმულის დამმატებელი მომხმარებლის დასახელება

სადგური

კომპიუტერის დასახელება, რომლიდანაც მოხდა ბმულის დამატება

თარიღი

ბმულის დამატების თარიღი