HR ოპერაციების ჟურნალი

ექსპლორერი:  ხელფასი > უწყისები > HR უწყისები >

HR ოპერაციების ჟურნალი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

მოცემული უწყისი გვაძლევს ინფორმაციას დაკავშირებულს მხოლოდ საკადრო ოპერაციებთან. ამ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები. 

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღი ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა ის ოპერაციები, რომლებიც ჩაწერილია ამ პერიოდში.

თანამშრომელი

უწყისში შევა მხოლოდ მონიშნულ თანამშრომელთან დაკავშირებული დოკუმენტები.

დეპარტამენტი

უწყისში შევა მხოლოდ მონიშნულ დეპარტამენტთან დაკავშირებული დოკუმენტები.

თანამდებობა

უწყისში შევა მხოლოდ მონიშნულ თანამდებობასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

ტიპი

დოკუმენტის ტიპი. ველთან მდებარე ამორჩევის სიიდან შესაძლებელია დოკუმენტის ერთი ან რამოდენიმე ტიპის არჩევა . ჟურნალში შევა მონიშნული ტიპის დოკუმენტები, ხოლო თუ ველი ცარიელია ყველა ტიპის დოკუმენტი.

ამ უწყისის სტრიქონები გამოსახავს მოცემული პერიოდისთვის გატარებულ ოპერაციებს და შეიცავს შემდეგ სვეტებს.

ველი

დანიშნულება

თარიღი

შექმნის თარიღი.

დოკუმენტის N

დოკუმენტის რიგითი ნომერი.

ტიპი

ოპერაციის ტიპი.

ტაბელური ნომერი

თანამშრომლის ტაბელური ნომერი.

დასახელება

თანამშრომლის სახელი და გვარი.

დეპარტამენტი

თანამშრომლის დეპარტამენტი.

თანამდებობა

თანამშრომლის თანამდებობა.

დარიცხვა/დაქვითვის კოდი

დოკუმენტში დარიცხვა/დაქვითვის კოდი.

დარიცხვა/დაქვითვის დასახელება

დოკუმენტში დარიცხვა/დაქვითვის დასახელება.

გამოთ. თანხა

დოკუმენტში არსებული თანხა.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი.

უწყისიდან იხსნება კონტექსტური მენიუ, რომლიდანაც შესაძლებელია ვნახოთ დოკუმენტის საბეჭდი ფორმა, ისტორია, შესაძლებელია მისი რედაქტირება, მონახაზად გადაკეთება ან წაშლა.