მიღების ბრძანება

ექსპლორერი:  ხელფასი > დოკუმენტები > HR დოკუმენტები >

მიღების ბრძანება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი განკუთვნილია თანამშრომლის სამსახურში მიღების რეგისტრაციისათვის. დირექტორიაში თანამშრომლები ახალი თანამშრომლის დამატებისას სისტემა ავტომატურად ქმნის მიღების ბრძანების დოკუმენტს. მომხმარებელს, ასევე შეუძლია შექმნას მიღების ბრძანება, მაგალითად, განთავისუფლებული თანამშრომლის ხელმეორედ სამსახურში მიღებისას.

დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე:

Salary.Documents.Hire

ველი

დანიშნულება

თარიღი

დოკუმენტის შექმნის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

სამსახ. მიღების ბრძანების N

დოკუმენტის სამსახ. მიღების ბრძანების N. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით.

თანამშრომელი

თანამშრომლის კოდის შევსება.

დეპარტამენტი

დეპარტამენტის კოდის შევსება, სადაც მიიღება თანამშრომელი.

თანამდებობა

თანამდებობის კოდის შევსება, რომელზედაც მიიღება თანამშრომელი.

კომენტარი

კომენტარი დოკუმენტის შესახებ.

დოკუმენტის ჩამონათვლის ნაწილში შესაძლებელია თანამშრომლისთვის დარიცხვა/დაქვითვის დანიშვნა.

ჩამონათვალში სტრიქონის შესაქმნელად და წასაშლელად გათვალისწინებულია შემდეგი ღილაკები.

 

გამოსახულება

დანიშნულება

add16

მოცემული დოკუმენტისთვის საჭირო ახალი სტრიქონის დამატება.

copy16

ჩამონათვალში ახალი სტრიქონის დამატება მიმდინარე სტრიქონის მნიშვნელობების კოპირებით.

Trash-icon16

მიმდინარე სტრიქონის წაშლა.