როგორ შევიტანოთ შესწორება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო დოკუმენტებში

ექსპლორერი:  პირველი დონე

როგორ შევიტანოთ შესწორება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო დოკუმენტებში

Return to chapter overview

სისტემის გამოყენებისას ზოგჯერ იქმნება სიტუაცია როდესაც საჭიროა ჩაწერილ დოკუმენტებში სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულებების ან რაოდენობების რედაქტირება. ეს ჩვეულებრივ წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც ჩაწერილ დოკუმენტებში შეცდომა არის დაშვებული. სისტემაში AS-Accountant სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დოკუმენტებში ფასების და რაოდენობების რედაქტირება ნებადართულია მხოლოდ დოკუმენტის მონახაზ მდგომარეობაში. რეგისტრირებულ დოკუმენტებში რედაქტირება აკრძალულია, რადგან ამას შეუძლია ფასეულობების თვითღირებულების მცდარი გამოთვლის გამოწვევა.

  განვიხილოთ მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დოკუმენტში აღმოჩენილი შეცდომის შესწორება.

  ვთქვათ გაირკვა, რომ შემოსავლის ორდერში სმფ ღირებულება 39000.00 ნაცვლად უნდა ყოფილიყო 39300.00. შესწორების შესატანად საჭიროა დოკუმენტის მონახაზად გადაკეთება.

  ამისათვის უნდა გახსნათ სმფ დოკუმენტების ჟურნალი (უწყისები à სმფ უწყისები à სმფ დოკუმენტების ჟურნალი), იპოვოთ შემოსავლის ორდერის სტრიქონი და რედაქტირების სიიდან ან კონტექსტური მენიუდან შეასრულოთ ბრძანება მონახაზად გადაკეთება.

  შენიშვნა: მონახაზად გადაკეთების სხვა მეთოდის გამოყენებაც შეიძლება, დოკუმენტის რედაქტირებისას დააჭირეთ ღილაკს მონახაზი.

EditMTDoc1    როგორც ცნობილია, დოკუმენტის მონახაზად გადაკეთებისას, სისტემა შლის გატარებებს და სმფ ოპერაციებს. არის სიტუაციები, როდესაც შემოწმების შედეგად დოკუმენტის მოხაზად გადაკეთება შეუძლებელია.

  მაგალითად: მონახაზად გადაკეთებისას შესაძლოა გამოვიდეს შემდეგი შეტყობინება

EditMTDoc2

  ეს ნიშნავს, რომ 10001 კოდით სმფ-ს 21/01/08 თარიღის შემოსავლიდან არსებობდა გასავლები, და შემოსავლის წაშლა გამოიწვევს საწყობში ამ სმფ-ს უარყოფით მნიშვნელობას. ამ პრობლემის მართვისთვის ჯერ მონახაზად უნდა გადააკეთოთ ამ შემოსავლის კუთვნილი ყველა გასავლის დოკუმენტები. სისტემის გასავლის დოკუმენტებს წარმოადგენს ანგარიშ-ფაქტურა, გაყიდვები (საცალო), საწყობის გასავლის ორდერი, დამატებითი ხარჯების განაწილება, სმფ გადაადგილება, სმფ კომპლექტაცია, სმფ გადაფასება, მალც.საგ. ექსპლუატაციაში გადაცემა.

  პრაქტიკაში, იმის გარკვევა თუ მოცემულ შემოსავლათან რომელი გასავლის დოკუმენტებია დაკავშირებული რთულია და დროის მომცველი ამოცანაა. ამიტომ მიზანშეწონილია მონახაზად გადააკეთოთ დოკუმენტების უფრო დიდი რაოდენობა, ვიდრე საჭიროა. მაგალითად: შეიძლება გახსნათ სმფ დოკუმენტების ჟურნალი, რომელიც შეიცავს შემოსავლის ორდერის თარიღიდან დაწყებული ყველა დოკუმენტს. ყველა გასავლის დოკუმენტები' დაწყებული ბოლოდან შემოსავლის ორდერამდე (ჩაწერის თანმიმდევრობის საწინააღმდეგოდ) გადააკეთეთ მონახაზად.  რეკომენდირებულია სმფ დოკუმენტების ჟურნალში დაიცვათ დუმილით შემოთავაზებული ზრდადობის მიხედვით დალაგება თარიღის და დღის რიგითი ნომრის მიხედვით.

EditMTDoc3

  შენიშვნა: თუ სმფ უარყოფითი რაოდენობის შემოწმების გამო არ ხერხდება დოკუმენტების დამატებითი ხარჯების განაწილება, სმფ გადაადგილება, სმფ კომპლექტაცია ან სმფ გადაფასება მონახაზად გადაკეთება, თუმცა ამ დოკუმენტების შემდეგ ჩაწერილი ყველა დოკუმენტი მონახაზ მდგომარეობაშია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მოცემული დღის დოკუმენტების თანმიმდევრობა დარღვეულია. ჯერ უნდა სცადოთ უფრო მცირე რიგითი ნომრით დოკუმენტის მონახაზად გადაკეთება, შემდეგ დაუბრუნდეთ აღნიშნულ დოკუმენტებს. ყველა საჭირო დოკუმენტების მონახაზად გადაკეთების შემდეგ, რეკომენდირებულია დოკუმენტების დღის რიგითი ნომრების მოწესრიგება ბრძანება ზემოთ ან ქვემოთ გამოყენებით. ეს ბრძანებები ერთით ამცირებს ან ადიდებს დოკუმენტის დღეში რიგით ნომერს.

  დოკუმენტის მონახაზად გადაკეთებისას შესაძლოა გამოვიდეს აგრეთვე მსგავსი შეტყობინებები`

EditMTDoc4

  ან

EditMTDoc5

  ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტების გატარებების წაშლა გამოიწვევს აღნიშნული ანგარიშის ნაშთის აქტიურ-პასიურობის დარღვევას.

  იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს დოკუმენტის მონახაზად გადაკეთება და ზედმეტი გატარებები არ წაშალოთ, რეკომენდირებულია შეტყობინებაში მითითებული ანგარიში დროებით გახადოთ აქტიური ან პასიური. შესწორებების შეტანის შემდეგ მიზანშეწონილია აღადგინოთ აღნიშნული ანგარიშების ტიპები.

  ყველა საჭირო დოკუმენტების მონახაზად გადაკეთების შემდეგ შეიძლება შემოსავლის ორდერში შესწორების შეტანა (ერთ მაგალითში ფასის რედაქტირება), შემდეგ აღადგინეთ ყველა მონახაზად გადაკეთებული დოკუმენტები.

  რადგან დოკუმენტების მონახაზად გადაკეთებისას გატარებები იშლება, დოკუმენტების განმეორებითი ჩაწერისას გატარებებიც უნდა ჩაწეროთ.

  ყურადღება: თუ მომხმარებელი დოკუმენტებში ავტომატურად გამოსულ გატარებებს ცვლის, ან ამატებს სხვა გატარებებს,

მაშინ შესაძლოა, რომ მომხარებელს გადაავიწყდეს ამის შესახებ. ამის გამო დოკუმენტების მონახაზად გადაკეთებამდე მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მასში ჩაწერილ გატარებებს. სისტემის გამოყენებისას რეკომენდირებულია დოკუმენტში ჩაწეროტ მხოლოდ ღილაკით wizard გამოსული გატარებები, ხოლო დამატებითი გატარებები ჩაწეროთ დოკუმენტი მემორიალური ორდერის მეშვეობით' კომენტარში სმფ დოკუმენტის ნომრის და თარიღის მითითებით.

 

ჯგუფური მუშაობა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დოკუმენტებთან.

  ხშირად, შესწორებების შეტანისას საჭირო ხდება დიდი რაოდენობით დოკუმენტების მონახაზად გადაკეთება და განმეორებით ჩაწერა. ამ სამუშაოს გამარტივების მიზნით სისტემაში არის საშუალება სმფ დოკუმენტების ჟურნალში სტრიქონების ჯგუფურად მონახაზად გადაკეთება ან ჩაწერა.

  ეს მეთოდის გამოყენებისთვის, საჭიროა პარამეტრების გვერდზე ზოგადი მონიშნოთ სმფ დოკუმენტების ჯგუფური ხელახლა ჩაწერა.

EditMTDoc6

  სმფ დოკუმენტების ჯურნალში საჭირო სტრიქონების მონიშვნის შემდეგ, სიიდან რედაქტორი ან კონტექსტური მენიუდან უნდა აირჩიოთ ბრძანება მონახაზად გადაკეთება ან ჩაწერა.

ყურადღება: ბრძანებების მონახაზად გადაკეთება ან ჩაწერა განოყენებუსას საჭიროა სმფ დოკუმენტების ჟურნალში დაიცვათ დუმილით შემოთავაზებული ზრდადობის მიხედვით დალაგება თარიღის და დღის რიგითი ნომრის მიხედვით.

შენიშვნა: სმფ დოკუმენტების ჟურნალში სტრიქონების მონიშვნისთის ან მონიშვნის მოხსნისთვის შეიძლება შემდეგი ღილაკების გამოყენება Insert, Shift+Insert, Shift+ისარი ზევით, Shift+ისარი ქვევით.

EditMTDoc7

  ბრძანება მონახაზად გადაკეთების არჩევის შემდეგ გამოდის შემდეგი შეტყობინება.

EditMTDoc8

  კი-ზე დაჭერის შემდეგ აღნიშნული დოკუმენტის გახდება მონახაზი.

დოკუმენტები ხდება მონახაზი' ამ მომენტისთვის ჟურნალის ყველაზე ქვედა სტრიქონზე მდებარე დოკუმენტიდან დაწყებული. დოკუმენტის მონახაზად გადაკეთების შემდეგ სტრიქონს ეხსნება მონიშვნა.

ჩაწერა ბრძანების არჩევის შემდეგ გამოდის შემდეგი შეტყობინება,

EditMTDoc9

კი-ზე დაჭერის შემდეგ გამოდის შემდეგი შეტყობინების ფანჯარა.

EditMTDoc10

თუ მეორე შეტყობინების ფანჯარაში დააჭირეთ კი, მაშინ მონიშნული დოკუმენტები ხელახლა ჩაოწერება და ავტომატურად შესრულდება გატარებები. ღილაკზე არა დაჭერისას მონიშნული მონახაზი დოკუმენტები ჩაიწერება გატარებების გარეშე.

დოკუმენტები ჩაიწერება ამ მომენტისთვის ჟურნალის ყველაზე ზედა სტრიქონზე მდებარე დოკუმენტიდან დაწყებული. დოკუმენტის ჩაწერის შემდეგ სტრიქონს ეხსნება მონიშვნა.