ძირითადი საშუალებების ჯგუფური შესყიდვა

ექსპლორერი:  ძირითადი საშუალებები > ოპერაციები >

ძირითადი საშუალებების ჯგუფური შესყიდვა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ოპერაცია ძირ.საშ.-ის ჯგუფური შეძენა გათვალისწინებულია ორგანიზაციის მიერ შეძენილი ერთი ან მეტი მსგავსი ძირ.საშ.-ების ერთდროულად, სწრაფად შეყვანისთვის. ამ ბრძანებით გამოდის ფანჯარა, რომლის მეშვეობით ჩაიწერება დოკუმენტები ძირ.საშ.-ის შეძენა ან ძირ.საშ.-ის შეძენა და ექსპლუატაცია. ოპერაციის ფანჯარა შედგება 4 გვერდისგან ზოგადი, გაანგარიშებები, ანგარიშები, დამატებითი.

მთავარი ნაწილის ველები შემდეგია.

ველი

დანიშნულება

საინვენტარო ნომრების დიაპაზონი

აუცილებელ ველთა წყვილია. დიაპაზონის მეორე ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას და გამოითვლება ავტომატურად დიაპაზონის დასაწყისის და ძირ.საშ.-ების რაოდენობა ველის მნიშვნელობებიდან გამომდინარე. სისტემა   პარამეტრებიდან ავტომატურად გვთავაზობს დიაპაზონის დასაწყისს.

ძირ.საშ. რაოდენობა

შესატანი მსგავსი ძირ.საშ.-ების რაოდენობა.

დასახელება

შესატანი მსგავსი ძირ.საშ.-ების დასახელება.

სრული დასახელება  

ძირ.საშ.-ის სრული დასახელება (255 სიმბოლო). გამოიყენება დოკუმენტის საბეჭდ ფორმაში.

შემოსავლის თარიღი

ძირ.საშ.-ების შეტანის თარიღი. აუცილებელი ველია. სისტემა ავტომატურად მიმდინარე თარიღს გვთავაზობს. შეიძება აგრეთვე მომწოდებლის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის თარიღის შევსება.

ექსპლუატაციის თარიღი

ველი შევსება არ არის აუცილებელი. შევსების შემთხვევაში შეიქმნება ძირ.საშ. შეძენა და ექსპლუატაცია ტიპის დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ძირ.საშ. შეძენა.

ძირ.საშ.-ის ტიპი

ძირ.საშ. ტიპი. აუცილებელი ველია. ძირ.საშ.-ის ტიპზე დამოკიდებულად ივსება აგრეთვე ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვების სასარგებლო მომსახურების ვადები.

ძ/ს ჯგუფი საგადასახადო კოდექსის მიხ

ძირ.საშ.-ების ჯგუფი საგადასახადო კოდექსის მიხედვით.

ადგილმდებარეობა

ის სტრუქტურული დანაყოფი, სადაც შედის ძირ.საშ.-ები.

მატ. პას. პირი

ძირ.საშ.-ების მატ.პას. პირი თანამშრომელი.

გატარებების გენერირება

თუ მონიშნულია ალამი შესაქმნელ ძირ.საშ. შეძენა ან ძირ.საშ. შეძენა და ექსპლუატაცია დოკუმენტების გვერდზე გატარებები შესრულდება აგრეთვე ბუღალტრული გატარებები.

გვერდს ზოგადი აქვს შემდეგი სახე:

FixedAssets.OperrationsGroup1

ველი

დანიშნულება

საინვენტარო ბარათი

საინვენტარო ბარათის ნომერი.

დოკუმენტის ნომერი

დოკუმენტის ძირითადი საშუალებების ჯგუფური შესყიდვა ნომერი.

მომწოდებელი

მომწოდებლის კოდი.

მომწოდებლის ანგარიში

მომწოდებლის საბუღალტრო ანგარიში.

ზედნადების ნომერი

ძირ.საშ.-ების შეძენის ზედნადების ნომერი.

თარიღი

ძირ.საშ.-ების შეძენის ზედნადების თარიღი.

დღგ-ს დაანგარიშების ფორმა

დღგ-ს დაანგარიშების ფორმის შევსება. ამ ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება 1 - დღგ-ით,  3 - დაუბეგრავი დღგ, 4 - ნულოვანი დღგ.

გვერდს გაანგარიშებები აქვს სახე:

FixedAssets.OperrationsGroup2

 

გაანგარიშებები

ფინანსური

საგადასახადო

სასარგებლო მომსახურების ვადა

ძირ.საშ.-ების ფინანსური აღრიცხვის სასარგებლო მომსახურების ვადაა თვეებით.

ძირ.საშ.-ების საგადასახადო აღრიცხვის სასარგებლო მომსახურების ვადაა თვეებით.

საწყისი მნიშვნელობა

ძირ.საშ.-ების ფინანსური აღრიცხვის საწყისი ღირებულება.

ძირ.საშ.-ების საგადასახადო აღრიცხვის საწყისი ღირებულება.

დარიცხული ცვეთა

ძირ.საშ.-ების ფინანსური აღრიცხვის გაანგარიშებული ცვეთაა დოკუმენტის ჩაწერამდე.

ძირ.საშ.-ების საგადასახადო აღრიცხვის გაანგარიშებული ცვეთაა დოკუმენტის ჩაწერამდე.

ლიკვიდაციური ღირებულება

ძირ.საშ.-ების ფინანსური აღრიცხვის ლიკვიდაციური ღირებულება.

ძირ.საშ.-ების საგადასახადო აღრიცხვის ლიკვიდაციური ღირებულება.

ცვეთადია

თუ მონიშნულია ძირ.საშ.-თვის ექსპლუატირების თარიღიდან დაწყებული გაანგარიშდება ცვეთა.

თუ მონიშნულია ექსპლუატაციაში არ გადაცემული ძირ.საშ.-თვის დაირიცხება ცვეთა.

გვერდზე ანგარიშები ძირ.საშ.-ები საწყისი მნიშვნელობის, ცვეთის და გასავლის ანგარიში ივსება. ამ გვერდს აქვს სახე:

FixedAssets.OperrationsGroup3

გვერდზე დამატებითი ძირ.საშ.-ის გამოშვების თარიღი, სერიული ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, მარკა, მოკლე დახასიათება და მწარმოებელი ივსება. ამ გვერდს აქვს შემდეგი სახე.

FixedAssets.OperrationsGroup4

ოპერაციის დადასტურება ხდება შენახვა და დახურვა ღილაკით, რომლის შედეგად იწერება შესაბამისი რაოდენობის ძირ.საშ.-ის შეძენა ან ძირ.საშ. შეძენა და ექსპლუატაცია დოკუმენტები.