მონაცემების იმპორტი ოპერაცია განკუთვნილია სისტემაში დირექტორიებისა და დოკუმენტების მონაცემების XML ფორმატით იმპორტირებისთვის.
მონაცემების იმპორტისთვის:
1. გახსნა ღილაკის მეშვეობით აირჩიეთ საიმპორტო ფაილი.
2. ის დირექტორიები და დოკუმენტები, რომლის იმპორტიც არის საჭირო, მონიშნეთ. ღილაკით მონიშვნა მოინიშნება ყველა სტრიქონი, ხოლო ბრძანებით მონიშვნის გაუქმება ყველა მონიშვნა მოიხსნება.
3. დააჭირეთ ღილაკს იმპორტირება.
სისტემა მოახდენს მონაცემების იმპორტს და გვერდზე დეტალურად გამოვა შეტყობინება იმპორტირების პროცესში შეცდომების თაობაზე.
შენიშვნა |
---|
მონაცემების იმპორტი შეიძლება მხოლოდ სპეციალური სტრუქტურის მქონე .xml გაფართოებით ფაილიდან. |