არქივირება

ექსპლორერი:  ადმინისტრატორის ინსტრუმენტები >

არქივირება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

პროგრამასთან მუშაობის პარალელურად მონაცემთა ბაზაში იზრდება მონაცემთა მოცულობა, რომელიც ახდენს გავლენას უწყისების მიღების დროზე. ამისათვის სისტემაში გათვალისწინებულია ოპერაცია არქივირება, რომლის შესრულების შემდეგ ემატება ორი ახალი მონაცემთა ბაზა, რომლებიც შეადგენენ თავდაპირველი ბაზის ორ ნაწილს. ამ ბაზებს გააჩნიათ იგივე დირექტორიები რაც თავდაპირველ ბაზას.

არქივირება შეიძლება პერიოდულად შესრულდეს, მაგალითად, ყოველი წლის ბოლოს. ამ ოპერაციის შესრულება შეუძლია მხოლოდ ადმინისტრატორს, მონოპოლიურ რეჟიმში. ოპერაციის შესრულებისათვის გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელშიც უნდა მივუთითოთ დახურვის თარიღი. ამ თარიღის ჩათვლით მეორე ბაზაში ყველა დოკუმენტი, სმფ, მალცვეთადი საგნები, ანგარიშები და პარტნიორთა ანგარიშები გარდაიქმნება ნაშთების დოკუმენტად, ხოლო ამ თარიღიდან დღემდე დოკუმენტები დუბლირდება ამავე ბაზაში.

 

 

note შენიშვნა

არქივაციის ოპერაცია არ არის განკუთვნილი ქვესისტემების ხელფასი და ძირითადი საშუალებები მონაცემებისათვის.