მომსახურება

ექსპლორერი:  ბუღალტერია > დირექტორიები >

მომსახურება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დირექტორია მომსახურებები გამოიყენება მიღებული მომსახურებების და დოკუმენტებში გაყიდვები მიწოდებული მომსახურებების ჩასაწერად. 

დირექტორიას მომსახურებები აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

კოდი

აუცილებელი ველია, წარმოადგენს მომსახურების კოდს. ახლად დასამატებელ მომსახურების კოდის სახით სისტემა გთავაზობთ ბოლო დამატებული მომსახურების კოდის მომდევნოს.

დასახელება

მომსახურების დასახელება. აუცილებელი ველია.

სრული დასახელება

მომსახურების სრული დასახელებაა (255 სიმბოლო). გამოიყენება დოკუმენტების MS Word ექსპორტირებისას.

საზომი ერთეული

მომსხურების საზომი ერთეულია.

ანგარიში

მომსახურების აღრიცხვის ანგარიშია. შეიძლება მიბმული ანგარიშთა გეგმიდან ამორჩევა.

საბითუმო ფასი ლარში

მომსახურების საბითუმო გაყიდვის ფასია. იგი გამოიყენება დოკუმენტში გაყიდვები გაყიდვის განხორციელებისას. აქ შევსებული მნიშვნელობა ჩაიწერება დირექტორიაში მომსახურებების პრეისკურანტი  01/01/2001 თარიღით. პრეისკურანტში სხვა თარიღით მნიშვნელობების შეტანის შემდეგ ეს ველი ხდება არააქტიური.  

საცალო ფასი ლარში

მომსახურების საცალო გაყიდვის ფასია. იგი გამოიყენება დოკუმენტში გაყიდვები (საცალო) გაყიდვის განხორციელებისას. აქ შევსებული მნიშვნელობა ჩაიწერება დირექტორიაში მომსახურებების პრეისკურანტი  01/01/2001 თარიღით. პრეისკურანტში სხვა თარიღით მნიშვნელობების შეტანის შემდეგ ეს ველი ხდება არააქტიური.  

ვალუტა

ვალუტის კოდის მითითება.

საბითუმო ფასი ვალ.

მომსახურებების საბითუმო გაყიდვის ფასი ზემოთ აღნიშნულ ვალუტაში. იგი გამოიყენება დოკუმენტში გაყიდვები ამ ვალუტით გაყიდვის განხორციელებისას და უწყისის ცნობა არსებობაზე აგებისას. აქ შეტანილი მნიშვენლობა შედის დირექტორიაში მომსახურებების პრეისკურანტი  01/01/2001 თარიღით. პრეისკურანტში სხვა თარიღით მნიშვნელობების შეტანის შემდეგ ეს ველი ხდება არააქტიური. რამოდენიმე სავალუტო ფასის დამატება შეგიძლიათ დირექტორიიდან მომსახურებების პრეისკურანტი .

დღგ

თუ ალამი მონიშნულია, მაშინ სმფ იბეგრება დღგ-თი.

დირექრორია მომსახურება ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც კომპლექტის ინგრედიენტი.

 

note შენიშვნა

დირექტორია მომსახურებები შესაძლებელია დავაიმპორტოთ MS Excel-დან ServicesImport.xls ფაილის დახმარებით, რომელიც იმყოფება საქაღალდეში Import. (მაგალითად C:\Program Files\Apricot Software\AS-Accountant 7\Import ).