ჩამონათვალი
AS-Accountant 6 სისტემაში ჩამონათვალი გამოიყენება მრავალსვეტიანი მონაცემების ჩანაწერების ასახვისთის. სისტემასთან მუშაობისას მომხმარებელი გამუდმებით შეხვდება ჩამონათვალს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი გამოყენების ყველა საშუალების კარგად შესწავლა.
ყველა დირექტორიაში, ჟურნალში და უწყისში დიდ ნაწილში ჩანაწერები ასახულია ჩამონათვალად.
მაგალითის სახით განვიხილოთ დოკუმენტების ჟურნალი, რომლის თითოეული სტრიქონი დოკუმენტია.
ჩამონათვალის მიმდინარე სტრიქონის ნომერი, ყველა და მონიშნული სტრიქონების რაოდენობა, ასახულია მთავარი ფანჯრის ქვედა ნაწილში მდებარე სტატუსის პანელის მარცხენა ნაწილში. მიმდინარე სტრიქონი განსხვავდება ფონის ფერით და მარცხენა მხრიდან ასახულია ისარი.
მომხმარებელს ჩამონათვალზე შემდეგი ოპერაციების შესრულება შეუძლია:
•განსაზღვროს სვეტების განლაგება
•ნებისმიერი სვეტით შეასრულოს დაჯგუფება
•საჭირო მონაცემები გაფილტროს
•ამოირჩიოს სტრიქონები მონიშვნა და განაახლოს ჩამონათვალის მონაცემები
•აჩვენოს ჯამები
•ნახოს ჩამონათვალის საბეჭდი ფორმა და მოაწესრიგოს ბეჭდვის პარამეტრები
•დააექსპორტოს Excel XLS ან XLSX ფორმატით
•სვეტები დამალოს, გადაადგილოს სვეტები და შეცვალოს სვეტის ზომა.