სიმბოლური ტიპის ველებში ტექსტის შეყვანა, შესაძლებელია კლავიატურიდან, ან საოპერაციო სისტემის ბუფერიდან (windows clipboard - მეხსიერების გარემოა, რომელიც გამოიყენება მონაცემების დროებითი შენახვისთვის.) მისი კოპირებით.
შესაძლებელია, ტექსტის რედაქტირების ყველა სტანდარტული საშუალებების გამოყენება. ველში მარჯვენა დაწკაპუნებით იხსნება კონტექსტური მენიუ:
ტექსტის მოსანიშნად შეიძლება კლავიატურის შემდეგი კომბინაციების გამოყენება
•CTRL+A მთელი ტექსტის მონიშვნა
•SHIFT+ისარი მარჯვნივ ან SHIFT+ისარი მარცხნივ მონიშვნის დამატება ან დაკლება ერთი სიმბოლოთი.
•CTRL+SHIFT+ ისარი მარჯვნივ ან ისარი მარცხნივ მონიშვნის დამატება ან დაკლება ერთი სიტყვით.
ტექსტის ბუფერში კოპირებისთვის გამოიყენება შემდეგი ღილაკების კომბინაცია CTRL+C ან CTRL+INSERT ან კონტექსტური მენიუდან Copy ბრძანება.
ბუფერიდან ტექსტის კოპირებისთვის გამოიყენება შემდეგი ღილაკების კომბინაციები ` CTRL+V ან SHIFT+INSERT ან კონტექსტური ჩამონათვალიდან Paste.
ტექსტის მოსაჭრელად გამოიყენება შემდეგი ღილაკების კომბინაციები CTRL+X ან SHIFT+DELETE ან კონტექსტური ჩამონათვალიდან Cut ბრძანება.
ტექსტის წასაშლელად გამოიყენება ღილაკები DELETE ან BACKSPACE.
ბოლო რედაქტირების ოპერაციის დასაბრუნებლად გამოიყენება CTRL+Z ღილაკების კონბინაცია.
დაბრუნების აღსადგენად გამოიყენება CTRL+Y ღილაკების კომბინაცია.